Tuesday, December 15, 2015

„რენო კლიო RS 220 ტროფი“ ნურბურგრინგის რეკორდსმენი გახდა

Renault Clio RS 220 Trophy Becomes Fastest Small Hatch At The 'Ring With 8:23 Lap
15 დეკემბერი
გამოცემა „შპორტ აუტოს“ მიერ, ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟზე ჩატარებული ტესტების დროს, „რენოს“ ტემპერამენტიანმა მინი ჰეჩბეკმა „კლიო RS 220 ტროფიმ“ წრე 8 წუთსა და 32 წამში გაიარა, რაც B-სეგმენტის ავტომობილებს შორის საუკეთესო შედეგია. ტესტების დროს, ფრანგულმა ჰოტ ჰეჩბეკმა თავის უშუალო კონკურენტებს - „აუდი S1-ს“, „ოპელ კორსა OPC-ს“ და „მინი კუპერ JWC-ს“ აჯობა.
ყველა ავტომობილის ტესტირებისას, საჭესთან „შპორტ აუტოს“ რედაქტორი კრისტიან გებჰარდტი იჯდა. B-სეგმენტის ავტომობილების ახალი რეკორდი 38 წამით ჩამორჩება წინა წამყვანბორბლიანი ავტომობილების ნურბურგრინგის ძველ მსოფლიო რეკორდს, რომელიც C-სეგმენტის „რენო მეგან ტროფი-R-ს“ ეკუთვნოდა. გებჰარდტის თქმით, „კლიო RS 220 ტროფის“ რეკორდის დამყარებაში, გაზრდილი ხახუნის დიფერენციალმა და სპორტულმა საკიდარმა შეუწყო ხელი.
ნურბურგრინგის ახალი რეკორდსმენის პრემიერა ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე გაიმართა. ეს პატარა ავტომობილი აღჭურვილია ბენზინის 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავით, რომელიც 220 ცხენის ძალას და 260 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამასთან, ფუნქცია ოვერბუსტის დახმარებით, მომენტი მყისიერად 280 ნიუტონმეტრამდე იზრდება.
ძრავთან წყვილში რობოტიზებული გადაცემათა კოლოფი მუშაობს, რომელსაც მოდერნიზაცია ჩაუტარდა. ის ნორმალ და სპორტ-რეჟიმებში, გადაცემების საფეხურებს ჩვეულებრივზე 40 პროცენტით სწრაფად რთავს, რეჟიმ რეისის დროს კი - 50 პროცენტით სწრაფად. ფუნქცია ოვერბუსტი მე-4 და მე-5 საფეხურების დროს ირთვება.
განხლებული ჰოტ-ჰეჩი 18-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც „მიშლენის“ მარკა „პაილოტ სუპერ სპორტის“ რეზინითაა შემოსილი. განხლებული საკიდარის წყალობით, ავტომობილის კლირენსი წინ 20 მილიმეტრით, უკან კი 10 მილიმეტრით შემცირდა.

No comments:

Post a Comment