Thursday, December 3, 2015

FIA-მ ფორმულა 1-ის 2016 წლის სეზონის კალენდარი დაამტკიცა

FIA Finalises 2016 Formula One Calendar
3 დეკემბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA), ფორმულა 1-ის 2016 წლის სეზონის კალენდარი დაამტკიცა, რომელშიც 21 რბოლა შევიდა და წინასწარი ვარიანტისგან ოდნავ განსხვავებულია. რაც მთავარია, ეს იქნება ფ1-ის ისტორიაში ყველაზე გრძელი სეზონი, რომელიც 8 თვესა და 7 დღეს გაგრძელდება.
როგორც მოსალოდნელი იყო, ფ1-ის მასპინძელი ქვეყნების სიას აზერბაიჯანი დაემატა - ბაქოს ქუჩები ევროპის დიდ პრიზს უმასპინძლებს. მაგრამ სამწუხაროდ, ეს რბოლა ლე მანის 24-საათიან რბოლას დაემთხვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიკო ჰულკენბერგი ვერ შეძლებს ამ რბოლის გამარჯვებულის ტიტულის დასაცავად ასპარეზობას.
კალენდარს უბრუნდება გერმანიის დიდი პრიზი, რომელიც გასულ სეზონში არ გამართულა. ის ისევ ჰოკენჰაიმრინგზე ჩატარდება. დაკიდევ, მართალია, კალენდარში ამერიკული ეტაპის ადგილად ოსტინი არის ჩაწერილი, მაგრამ ამ ქალაქის შესანიშნავი ტრეკის (ცირკვიტ ოფ ამერიკას) მფლობელებს ფინანსური პრობლემა აქვთ და არაა გამორიცხული, რომ რბოლა სხვაგან გაიმართოს, ან სულაც გაუქმდეს. ამ შემთხვევაში, მექსიკური ეტაპი ამერიკულის ადგილზე გადმოინაცვლებს.

ფ1-ის 2016 წლის სეზონის კალენდარი
20 მარტი - ავსტრალია (მელბურნი)
3 აპრილი - ბაჰრეინი (ბაჰრეინი)
17 აპრილი - ჩინეთი (შანჰაი)
1 მაისი - სოჭი
15 მაისი - ესპანეთი (ბარსელონა)
29 მაისი - მონტე კარლო
12 ივნისი - კანადა (მონრეალი)
19 ივნისი - ევროპა (ბაქო)
3 ივლისი - ავსტრია (ზალცბურგი)
10 ივლისი - ბრიტანეთი (სილვერსტოუნი)
24 ივლისი - უნგრეთი (ბუდაპეშტი)
31 ივლისი - გერმანია (ჰოკენჰაიმი)
28 აგვისტო - ბელგია (სპა-ფრანკორშანი)
4 სექტემბერი - იტალია (მონცა)
18 სექტემბერი - სინგაპური
2 ოქტომბერი - მალაიზია (სეპანგი)
9 ოქტომბერი - იაპონია (სუზუკა)
23 ოქტომბერი - აშშ (ოსტინი)
30 ოქტომბერი - მექსიკა (მექსიკო სიტი)
13 ნოემბერი - ბრაზილია (სან პაულუ)
27 ნოემბერი - აბუ დაბი

No comments:

Post a Comment