Sunday, December 20, 2015

„რენო“ მოდელ „მეგანის“ სედანისძარიან ვერსიასაც გამოუშვებს

Renault Megane Will Get a Sedan Version in 2016
20 დეკემბერი
„რენო“ მეოთხე თაობის ჰეჩბეკ „მეგანის“ სედანისძარიან ვერსიას, მომავალი წლის დასაწყისიდან გამოუშვებს. ამის შესახებ, ჰეჩბეკ „მეგანის“ მთავარმა ინჟინერმა ფაბრის გარსიამ, ავსტრალიურ გამოცემა „მოტორინგთან“ საუბრისას განაცხადა. მანვე დაადასტურა ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ იგეგმება „მეგანის“ სამკარიანი და ღია ვერსიების გამოშვება.
ამ ორ ვერსიაზე უარის თქმის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მათი წარმოებისთვის მომზადება ძვირი ჯდება, გაყიდვების მოცულობა კი რენტაბელობას ვერ უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, ფრანგულ კომპანიას არ სურს ისეთ პროექტებზე ხელის მოკიდება, რომლებიც წაგების მომტანი იქნება.
ახალი კომპაქტური სედანი, „რენოს“ სამოდელო გამაში, სედან „ფლუენსს“ შეცვლის. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ავტომობილი კომპაქტურია, „ფლუენსი“ „მეგანის“ სედანისძარიანი ვერსია არაა, რადგან ისინი განსხვავებულ პლატფორმებზეა ბაზირებული და მათ სხვადასხვა ქარხნებში აწარმოებენ.
სედან „მეგანის“ გარდა, ფრანგული კომპანია „ფლუენსის“ შემცვლელის გამოშვებასაც აპირებს, მაგრამ მისთვის ჯერ არც სახელი შეურჩევია და არც პლატფორმა. ცნობისათვის, ახლანდლი „ფლუენსი“ კორეული „სამსუნგის“ პლატფორმაზეა ბაზირებული. სავარაუდოდ, „რენო“ მოდელ „ფლუენსის“ შემცვლელისთვის განსხვავებულ სტრატეგიას აირჩევს.
ახლანდელი „მეგანი“ აგებულია მოდულურ პლატფორმა CMF-ზე, რომელსაც ასევე ფრანგული კომპანიის თანაალიანსელი „ნისანიც“ იყენებს. შესაბამისად, ეს პლატფორმა „ფლუენსის“ შემცვლელის ასაგებადაც გამოდგება, რაც ავტომობილის რენტაბელობას და კონკურენტულ ფასებს უზრუნველყოფს. ოღონდ, ამ თემაზე გარსია ჯერ არაფერს ამბობს, რადგან მის კომპანიას შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.

No comments:

Post a Comment