Saturday, December 19, 2015

„მერსედესს“ საჩემპიონო გადასახადს გადაახდევინებენ

Mercedes has 'bitter-sweet' feeling over record $4.8 million entry fee
19 დეკემბერი
„მერსედესის“ ფ1-ის გუნდის შეფმა ტოტო ვოლფმა განაცხადა, რომ გაწბილებულია იმით, რომ მის გუნდს, მომავალ ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად, არც მეტი, არც ნაკლები, 4.8 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. სწორედ ეს თანხა შეადგინა 2014 წლის სეზონში მოპოვებული 701 ქულის ჯამურმა გადასახადმა.
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის საბაზო გადასახადი 516 128 დოლარია, ყოველ ქულაზე კი - 6 194. ჯამში სულ 4 870 510 დოლარი გროვდება. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ სეზონში სამქიმიანებმა 703 ქულა დააგროვეს და შესაბამისად, 2017 წლის სეზონისთვის უფრო მეტის გადახდაც მოუწევთ.
„ძალიან ძვირია. ყოველთვის ვწუხვარ, როცა ამაზე ხელის მოწერა მიწევს. ეს სისტემა რამდენიმე წლის წინათ დამკვიდრდა. უცნაურია, მაგრამ რაც მეტ ქულას მოიპოვებ, შემდეგ სეზონში მონაწილეობისთვის გადასახადსაც მეტს იხდი. მაგრამ ჩვენ აქ სპორტული მიღწევებისთვის ვართ და რაც შეგვიძლია, მეტი ქულის მოსაპოვებლად ვიბრძვით. თუმცა ბოლოს, როცა მომავალ სეზონზე ხელის მოწერა გვიწევს, ჩვენს სიხარულს სიმწარეც გამოერევა ხოლმე“, - ამბობს ვოლფი.
მიუხედავად იმისა, რომ სეზონის ბოლო რბოლაში, ორმაგი ქულები აღარ დაწერილა, „მერსედესმა“ მაინც შეძლო რეკორდულად ბევრი ქულის მოპოვება. ვოლფი ამბობს, რომ რეკორდები არ აინტერესებს. მთავარი მისთვის ისაა, რომ გუნდ ტიტულების მოგებას ახერხებს.
„ჩვენ ბევრ რამეს ვაკვირდებით, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ქულების მაქსიმალური რაოდენობა კი მათ შორის არაა. მთავარია, ჩემპიონატი მოვიგოთ, რბოლებში გავიმარჯვოთ და პოულზე ვიდგეთ. ყურადღებას ვაქცევთ სპორტულ გამძლეობას, მექანიკურ გამძლეობას. საერთო ჯამში, გუნდი ვითარდება. პირადად ჩემთვის, ქულები, თუნდაც რეკორდულად ბევრი ქულა, მხოლოდ მაჩვენებელია და დიდ ინტერესს არ წარმოადგენს“, - დასძენს ვოლფი.

2016 წლის სეზონში მონაწილეობის გადასახადები
გუნდები       ქულები         გადასახადი
მერსედესი    703                  $4 870 510
ფერარი          428                  $2 725 036
უილიამსი     257                  $1 842 505
რედ ბული    187                  $1 481 235
ფორს ინდია 136                  $1 218 024
რენო               78                    $918 686
ტორო როსო  67                    $861 915
ზაუბერი       36                    $701 924
მაკლარენი    27                    $655 475

მენორი          0                      $516 128

No comments:

Post a Comment