Wednesday, December 16, 2015

„ასტონ მარტინი“ ჩინური კომპანიისთვის სუპერ ელექტრომობილს შექმნის

Aston Martin could build electric sports car for Chinese internet giant
16 დეკემბერი
„ასტონ მარტინმა“ და ჩინურმა ინტერნეტ გიგანტმა „ლეტვ-მა“  გააფორმეს, რომლის შესაბამისადაც, ბრიტანული კომპანია თავისი ახალი პარტნიორისთვის, სპორტულ ელექტრომობილს შეიმუშავებს. მათ ამ თემაზე მოლაპარაკება ჯერ კიდევ შანჰაის მოტორ შოუს დროს, აპრილში დაიწყეს და განზრახულობათა მემორანდუმი ახლაღა გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, ორი კომპანია ერთობლივად არაერთ კვლევით პროგრამაზე იმუშავებს, რომელთა შორისაცაა ავტომობილებს შორის კავშირის სისტემები.
ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელზეც ისინი იმუშავებენ, არის კონცეპტუალური ავტომობილი „რეპიდ S“, რომელიც სხვა ავტომობილებთან და საგზაო ინფრასტრუქტურასთან ურთიერთქმედების და ურთიერთკავშირის სისტემით იქნება აღჭურვილი. ამ კონცეპტუალურ ავტომობილს ისინი მალე, ლას ვეგასის საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის (CES) შოუზე წარადგენენ.
გარდა ამისა, უკვე მუშავდება სპორტული ელექტრომობილი, რომელსაც ამ ეტაპზე, ჩინური კომპანია „ლე სუპერქარად“ მოიხსენიებს. მისი პრემიერა პეკინის ავტო შოუზე იგეგმება, რომელიც აპრილში გაიმართება. ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, ამ ავტომობილის სერიული წარმოება, „ასტონ მარტინის“ გეიდონის ქარხანაში იგეგმება.
გარდა ამისა, „ასტონ მარტინი“ საკუთარი ელექტრომობილის წარმოებასაც აპირებს. მისი კონცეპტუალური ვერსია კომპანიამ „რეპიდის“ ბაზაზე შეიმუშავა. ახალი სპორტული ავტომობილი ორი ვერსიის სახით დამზადდება. ერთი იქნება საგზაო, რომლის მოძრაობასაც 560-ცხენისძლიანი ელექტრო ძრავი უზრუნველყოფს. მეორე კი - სატრეკო, რომელიც ოთხი ელექტრო ძრავით აღიჭურვება, მათი ჯამური სიმძლავრე კი 800-დან 1000 ცხენის ძალამდე იქნება.
ელექტრული „რეპიდის“ საბაზო ფასი 200 000 გირვანქა სტერლინგი იქნება და მის ორივე ვერსიას წლიურად მხოლოდ 400 ცალს დაამზადებენ.

No comments:

Post a Comment