Thursday, December 24, 2015

პეკინში ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია

Beijing Drivers Could Face Fines for Traveling on the Wrong Day
24 დეკემბერი
დიდი ხანია, რაც პეკინის მთავარი პრობლემა, დაბინძურებული ჰაერი და მის დამაბინძურებლებთან ბრძოლაა. მაგრამ შედეგი ფაქტობრივად ნულოვანია. ახლახანს ქალაქმა რამდენიმე დღე ჯერ ნარინჯისფერი, შემდეგ კი წითელი (უმაღლესი) განგაშის პირობებში გაატარა. სიტუაცია დროებით გამოსწორდა, თუმცა პრობლემა ძველებურად მწვავედ დგას.
ამიტომ, ქალაქის ხელისუფლებამ, წითელი განგაშის დროს, ახალი წესი დაადგინა, რომლის შესაბამისადაც, ავტომობილების მართვა დღეგამოშვებით არის ნებადართული. ამ წესის დარღვევისთვის კი ჯარიმა დაწესდა. ახალი წესის შესაბამისად, წყვილი რიცხვით დამთავრებული ნომრის მქონე ავტომობილების მართვა წყვილ დღეებშია შესაძლებელი, კენტიანებისა კი, შესაბამისად, კენტ დღეებში.

როგორც სტატისტიკა უჩვენებს, წითელი განგაშის ოთხ დღეში, ჯამში 112 800 ავტომობილის მძღოლი დაჯარიმდა. წესის დარღვევისთვის ჯარიმა 100 იუანი, ანუ დაახლოებით 15 დოლარია. ამგვარად, ჯარიმების ჯამური თანხა 1.6 მილიონ დოლარს ასცდა. იმავე დღეებში, პეკინში არაერთი საწარმო და სამშენებლო ობიეექტი იყო დახურული.
პეკინში წითელი განგაშის რეჟიმი დეკემბრის დასაწყისში გამოცხადდა. ამის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ ქალაქში ჰაერის დაბინძურების დონემ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ნორმას ათჯერ გადააჭარბა. ამის გამო, ავტომობილების შეზღუდვის და საწარმოების გაჩერების გარდა, დაიხურა სკოლები და საბავშვო ბაღები. მოქალაქეებს კი შენობებში დარჩენის რეკომენდაცია მიეცათ.
ცისქვეშეთის დედაქალაქის ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ავტომობილების რიცხვის უსაშველო ზრდა გახდა. სულ ამ ქალაქში 5.6 მილიონი ავტომობილია დარეგისტრირებული, აქედან 4.3 მილიონი კერძო ავტომობილია. ავტომობილების გარდა, მტვრით დაბინძურებას სამშენებლო ობიექტები იწვევს. ამასთან, ქვეყანაში ენერგიის უმეტესი ნაწილის გამომუშავება კვლავ ქვანახშირის წვის შედეგად ხდება, რასაც ნავთობპროდუქტებზე და მითუმეტეს, გაზზე გაცილებით მეტი გამონაბოლქვი აქვს.

No comments:

Post a Comment