Sunday, December 13, 2015

„რენო“ დაკარზე მოწინავე ათეულში შესვლას უმიზნებს

Renault Aims for Top 10 Finish in Dakar 2016
13 დეკემბერი
„რენოს“ ამბიციები დაკარის რალი მარათონზე იზრდება. თუ წლევანდელ რბოლაში მისმა გუნდმა აბსოლუტურ ჩათვლაში 21-ე ადგილი დაიკავა, შემდეგ რბოლაში, რომელიც „რენოსთვის“ მეოთხე დაკარი იქნება, ათეულში შესვლა იგეგმება. ფრანგული კომპანია სამხრეთ ამერიკულ რბოლაში ორ ეკიპაჟს გამოიყვანს, რომლებიც სარბოლოდ მოდიფიცირებული „დასტერებით“ იასპარეზებენ.
ერთი ეკიპაჟი არგენტინული იქნება. მასში შევიდნენ ემილიო სპატარო და ბენხამინ ლოსადა, რომლებსაც ბოლო დაკარზე, არგენტინლებიდან მეორე საუკეთესო შედეგი ჰქონდათ. თანაც, მათ რბოლის ეტაპებზე, ხუთჯერ შეძლეს ათეულში შესვლა, აქედან ორჯერ კი სამეულში შევიდნენ. მეორე ეკიპაჟი ფრანგულია და მისი წევრები კრისტიან ლავიეი და ჟან მიშელ პოლატო არიან. 
რბოლისას ორივე ეკიპაჟს ტექნიკურ დახმარებას „რენო სპორტ ტექნოლოჯიზი“ გაუწევს, რომელიც ფრანგული კომპანიის მოტორსპორტული დივიზიონია. სწორედ მისი მომზადებულია „დასტერის“ სარბოლო ვერსია. გარდა ამისა, ამავე დივიზიონმა რამდენიმე თვის განმავლობაში ავარჯიშა 30 მექანიკოსი, ტექნიკოსი და ინჟინერი, რომლებიც სარბოლო ეკიპაჟებს ტრასაზე მომსახურებას გაუწევენ.
მანქანაზე მუაობისას, მთავარი მიზანი, „დასტერის“ წონის შემცირება იყო. გარდა ამისა, დასახვეწი იყო მისი შასი და გასაძლიერებელი - ძრავი. თუ სერიული დასტერის კაპოტქვეშ 1.5-ლიტრიანი dCi დგას, რომელიც 110 ცხენის ძალას იძლევა, სარბოლო ვერსია 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით აღიჭურვა, რომლის სიმძლავრეც 390 ცხენის ძალაა. ეს ძრავი სარბოლო „დასტერს“ „ინფინიტი QX70-სგან“ ერგო და მას მოდიფიკაციაც ჩაუტარდა.
სხვათა შორის, „რენო“ თავისი პოპულარული უგზოობის მოდელის მოდიფიკაცია „დასტერ დაკარს“ შეზღუდული რაოდენობით აწარმოებს. ოღონდ, ეს ავტომობილი სერიული „დასტერის“ ვერსია „დინამიკის“ ბაზაზეა დამზადებული და სერიული ძრავითაა აღჭურვილი. ის 26-დუიმიან ბორბლებზე დგას და რამდენიმე ადგილას, მათ შორის ინტერიერშიც, დაკარის ლოგო ამშვენებს.

რაც შეეხება დაკარის რბოლას, ის ბუენოს აირესში, 2 იანვარს დაიწყება და ორი კვირის შემდეგ, როსარიოში დასრულდება. რბოლის მონაწილეებს დაახლოებით 9 000 კილომეტრის გავლა მოუწევთ არგენტინასა და ბოლივიაში.

No comments:

Post a Comment