Lamborghini Centenario Might Be Based On The
Aventador, Winkelmann Says
25 დეკემბერი
„ლამბორგინი“ ახალ სუპერ ავტომობილზე მუშაობს,
რომელიც მისი დამაარსებლის, ფერუჩო ელიო არტურო ლამბორგინის დაბადების 100 წლის
იუბილეს მიეძღვნება. და როგორც კომპანიის შეფმა სტეფან ვინკელმანმა მიანიშნა, ეს
ავტომობილი არა „ურაკანის“, არამედ „ავენტადორის“ ბაზაზე აიგება. მისი თქმით, როცა
ავტომობილის წარმოება ძალიან შეზღუდული რაოდენობით იგეგმება, მაშინ ინჟინრები
საფუძვლად „ავენტადორს“ იღებენ.
ფაქტი ერთია - ახალ სუპერ ავტომობილს ვერ ექნება უნიკალური
პლატფორმა, რადგან ეს მას უსაშველოდ გააძვირებს. სწორედ ამიტომაა, რომ მცირეტირაჟიან
ავტომობილებს სანტ’აგატა ბოლონეზელები არსებული ორიდან, ერთ-ერთ არქიტექტურაზე აფუძნებენ.
ამ შემთხვევაში, „ავენტადორი“ შეირჩა, რადგან მართალია, უფრო ძველი მოდელია,
მაგრამ უფრო კარგი მახასიათებლები გააჩნია. თანაც, ვინკელმანი ამბობს, რომ ახალ
ავტომობილს, რომელსაც ამჟამად „ჩენტენარიოდ“ მოიხსენიებენ, კიდევ უფრო უკეთესი
მახასიათებლები ექნება.
პირველად ამ ავტომობილის სახელი სექტემბერში
გამოჩნდა ინტერნეტში და მაშინ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ მას ინდექსად LP 770-4-ს
დაუწერდნენ, რაც ნიშნავს, რომ მისი 6.5-ლიტრიანი V12 ატმოსფერული ძრავის სიმძლავრე
770 ცხენის ძალას მიაღწევს. ამასთან, „ჩენტენარიო“ სრულ ამძრავიანი ავტომობილი იქნება.
ვინკელმანს ნათქვამი აქვს, რომ მისი კომპანია ამ ავტომობილს ჟენევის მოტორ შოუზე წარადგენს.
კომპანიის შეფი ასევე ამბობს, რომ „ავენტადორის“ უკანა
ამძრავიანი ვერსიის გამოშვება არ იგეგმება. ამის მიზეზი ისაა, რომ მძლავრი V12
ძრავის მაბრუნი მომენტი, მხოლოდ ორი ბორბლით ძნელი მოსათვინიერებელი იქნება.
აგრეგატების მიმართულებით, შემდეგი საფეხური ტურბო ძრავებია. უგზოობის „ურუსი“ კი,
უფრო სწორედ, მისი ერთ-ერთი ვერსია, ალბათ „ლამბოს“ პირველი ჰიბრიდული ავტომობილი
გახდება. საბაზო შესრულებით, „ურუსი“ V8 ტურბო ძრავით აღიჭურვება, ჰიბრიდულ
აგრეგატს კი მყიდველს ოპციის სახით შესთავაზებენ.
ცნობისათვის,
მალე ვინკელმანი „ლამბორგინის“ დატოვებს და „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის ხელმძღვანელობა,
მას „აუდის“ ახალ დივიზიონ „კვატროს“ ჩააბარებს. „ლამბოს“ კი მალე „ფერარის“
ფორმულა 1-ის გუნდის ყოფილი შეფი სტეფანო დომენიკალი ჩაუდგება სათავეში.
No comments:
Post a Comment