Thursday, December 24, 2015

„ფორდმა“ წელს რეკორდულად ბევრი პატენტი დაარეგისტრირა

Ford Has Registered a Record Number of Patents This Year
24 დეკემბერი
გასულ წელს „ფორდ მოტორმა“ დაახლოებით 5 900 გამოგონებაზე გააკეთა საპატენტო განაცხადი. ცისფერი ოვალი სიამაყით აცხადებს, რომ წინა წელთან შედარებით, მისი საპატენტო განაცხადების რაოდენობა დაახლოებით 36 პროცენტით გაიზარდა. განსაკუთრებით გაიზარდა იმ გამოგონებათა რაოდენობა, რომლებიც ელექტრული ავტომობილების ტექნოლოგიებს ეხება.
ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი საპატენტო განაცხადების რიცხვი, თითქმის სამჯერ აღემატება წინა ხუთი წლის განაცხდების ჯამურ რაოდენობას. განსაკუთრებით ბევრი საპატენტო განაცხადი არის გაკეთებული ტექნოლოგია ეკობუსტზე. სულ მათი რიცხვი 275-ია, რომელთაგან 200-ზე ჯერაც არაა პასუხი მიღებული. „ფორდი“ განსაკუთრებით ამაყობს იმ ფაქტით, რომ ყველაზე მეტი ამერიკული პატენტი აქვს მიღებული ბენზინის ტურბო ძრავებზე (ეკობუსტი), რომლებიც საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემითაა აღჭურვილი.
ცისფერი ოვალი, რომელიც უკვე 112 წლისაა, განსაკუთრებით ინტენსიურად, ახალი დამხმარე სისტემების, კავშირის სისტემების და რა თქმა უნდა, ავტონომიური ავტომობილების ტექნოლოგიებზე მუშაობს. ამ მიმართულებით სწრაფად განვითარების მიზნით, ის მოლაპარაკებას ინტერნეტ გიგანტ „გუგლთან“ აწარმოებს. საერთო მიზანი, მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული ავტომობილების მიწოდბაა, რომლებიც ტექნიკური მახასიათებლებით და ეკონომიურობითაც იქნება გამორჩეული.
ნოემბრის მონაცემებით, ამერიკის საპატენტო ოფისმა, „ფორდის“ დაახლოებით 1000 საპატენტო განაცხადი დააკმაყოფილა. გაცილებით მეტი განაცხადი კი განხილვის პროცესშია და ამერიკული კომპანია იმედოვნებს, რომ მათზეც დადებით პასუხებს მიიღებს. რა თქმა უნდა, ამდენი სიახლის შემუშავება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ ცისფერი ოვალი განსაკუთრებულ ყურადღებას, სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებულ კვლევებს უთმობს. ამას კი ხელს ის ფაქტორი უწყობს, რომ ინვესტიციებს არ იშურებს ახალი ტექნიკური ცენტრების შექმნაზე.
ასეთი უახლესი ცენტრი სილიკონის ზეგანზე იანვარში გაიხსნა და სწორედ მის ანგარიშზეა ყველაზე მეტი საპატენტო განაცხადი. თუმცა, არანაკლებ კარგად მუშაობენ აზია წყნარი ოკეანის და ევროპის ტექნიკური ცენტრები. პირველმა წინა წელთან შედარებით, საპატენტო განაცხადების რიცხვი 140 პროცენტით გაზარდა, მეორემ კი - 50 პროცენტით.
„ფორდ მოტორის“ მთავარი აღმასრულებელი მარკ ფილდსი აცხადებს, რომ საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის შოუზე, რომელიც მალე ლას ვეგასში გაიხსნება, თავის რამდენიმე გამოგონებას წარადგენს.\

No comments:

Post a Comment