Wednesday, December 23, 2015

„შევროლემ“ შეიძლება „კორვეტის“ ელექტრული ვერსია გამოუშვას

Corvette To Go The EV Way After GM Trademaks "E-Ray" Moniker?
23 დეკემბერი
შეერთებული შტატების საპატენტო ოფისმა, „შევროლეს“ ორ სავაჭრო ნიშანზე, „კორვეტ E-რეისა“ და „E-რეიზე“ დაუკმაყოფილა განაცხადი. ეს კიდევ ერთი დასტურია იმ ვარაუდზე, რომ „ჯენერალ მოტორსის“ ყველაზე მასობრივი ბრენდი, თავისი სუპერ ავტომობილის ელექტრული ვერსიის გამოშვებას აპირებს. ორივე სახელი „სტინგრეისთან“ არის დაკავშირებული, რომელიც მეშვიდე თაობის „კორვეტის“ მეტსახელია.
რა თქმა უნდა, თავად „შევროლეს“ ჯერ ეს მოსაზრება არ დაუდასტურებია და არც უარუყვია. მაგრამ ცნობილი, რომ ამერიკულ ბრენდს ალტერნტიულ წყაროზე მომუშავე ავტომობილების წარმოებაში უკვე საკმაო გამოცდილება აქვს დაგროვილი, რომლის ფართოდ გამოყენებასაც აპირებს. არაა გამორიცხული, რომ „კორვეტ E-რეი“ არა სუფთა ელექტრომობილი, არამედ პლაგ-ინ ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი იყოს. ამით, „შევროლე“ ფეხს აუბამს სუპერ ავტომობილების მწარმოებელთა ტრენდს, რომელიც ჰიბრიდული სუპერების (ლაფერარი, P1 და 918 სპაიდერი) წარმოებაში გამოიხატება.
გავრცელებული (არაოფიციალური) ინფორმაციით, „შევროლე“ ლას ვეგასის საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის შოუზე (CES) გვამცნობს, თუ რისთვის გამოიყენებს თავის ორ ახალ სახელს. გარდა ამისა, ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, „ჯენერალ მოტორსი“ შუაძრავიან სუპერ ავტომობილზეც მუშაობს, ოღონდ „შევროლეს“ მარკით გამოუშვებს, თუ „კადილაკის“, ამაზე ინფორმაციის წყარო ჯერჯერობით არაფერს გვეუბნება.

No comments:

Post a Comment