Thursday, December 24, 2015

ჰამილტონი ღარიბი ბავშვებისთვის სკოლების აშენებას აპირებს

Hamilton reveals he is dyslexic, wants to build schools for kids
24 დეკემბერი
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, „მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰამილტონმა უჩვეულო ინტერვიუ მისცა ბავშვებს, რომელიც გერმანულ გაზეთ „შტუტგარტერ ცაიტუნგში“ გამოქვეყნდა. ინტერვიუს დროს მან განაცხადა, რომ ბავშვობაში კარგად სწავლაში ხელს დისლექსია უშლიდა.
ინტერვიუს დროს, ბავშვებმა ჩემპიონს სთხოვეს, თავისი შესაძლებლობები, თანაგუნდელ ნიკო როსბერგისასთან შეედარებინა, რაზეც მან უპასუხა: „ძნელი შესადარებლები ვართ. ნიკო განსაკუთრებით, თავისი მანქანის მომზადების დროს გამოირჩევა. ის ხშირად ზუსტად გრძნობს, რა უნდა გაკეთდეს მანქანის უკეთ მოსამართად. მე განსაკუთრებით ძლიერი, გვიან დამუხრუჭებაში ვარ. ძალიან გვიან დამუხრუჭება შემიძლია. ესაა ჩვენს შორის განსხვავება“.
კითხვაზე, როგორი იყო მისი ბავშვობა და როგორ სწავლობდა, 30 წლის ჰამილტონმა აღიარა, რომ დისლექსია კარგად სწავლის საშუალებას არ აძლევდა: „დისლექსია ხელს მიშლიდა. თან ბევრი გაკვეთილი პარასკევობით მიცდებოდა, რადგან რბოლებზე გამოსვლა მიწევდა ხოლმე. სკოლა ჩემთვის სასიამოვნო ნამდვილად არ ყოფილა“.
რაც შეეხება მის გეგმებს, როცა ფორმულა 1-დან წავა, ჰამილტონი პასუხობს: „როცა დავამთავრებ, სარბოლო სამყაროსაც დავტოვებ. ამაში დარწმუნებული ვარ. ძალიან მიყვარს ბავშვები და ძალიან მინდა, ღარიბი ბავშვებისთვის სკოლები ავაშენო, სადაც მათ სწავლის და განთლების მიღების საშუალება ექნებათ. იმიტომ, რომ მე ვიცი, რამდენად ძნელია ეს ყველაფერი“.

No comments:

Post a Comment