Wednesday, December 16, 2015

„ფერარის“ შეფი მომავალ სეზონში „ფენომენურ რაიკონენს“ ელის

Ferrari boss expects 'phenomenal' Raikkonen in 2016
16 დეკემბერი
„ფერარის“ პრეზიდენტი სერჯო მარკიონე დარწმუნებულია, რომ კიმი რაიკონენი მომავალ წელს „ფენომენურ სეზონს“ ჩაატარებს. ის თვლის, რომ „ფერარის“ ფინელი პილოტი კარგ ფორმაში შევიდა. მართალი, მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი აშკარად დაჩრდილა მისმა თანაგუნდელმა სებასტიან ფეტელმა, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობამ რაიკონენს მაინც გაუგრძელა კონტრაქტი.
მარანელოში, „ფერარის“ ტრადიციულ საშობაო პრეს კონფერენციაზე გამოსვლისას, მარკიონემ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რაიკონენს მომავალ სეზონში განსაკუთრებული შედეგები ექნება: „თუ ჩემგან დამაიმედებელ ინფორმაციას ელით, გეტყვით, რომ კიმის გასულ სეზონში უზარმაზარი წინსვლა ჰქონდა. ის შეიცვალა. განსაკუთრებით კარგი, სეზონის მეორე ნაწილი ჰქონდა“.
„ამ თემაზე რამდენიმე კოლეგას გავუზიარე აზრი და ყველა შევთანხმდით, რომ სულ სხვა კიმის ვხედავთ. ის დაოჯახებულია და შვილიც შეეძინა. მისი ფოტო მიჩვენა და ეტყობა, რომ მამობით ამაყობს. ეტყობა, რომ მისი ცხოვრება შეიცვალა. ის უფრო გაწონასწორებული გახდა, რაც ჩემი აზრით, მომავალ სეზონში დაეხმარება. ძალიან მიხარია, რომ ის ჩვენი გუნდის წევრია. ჩვენ ორი მაღალი დონის პილოტი გვყავს. სებმა პირველივე სეზონში შესანიშნავად იასპარეზა და მოველი, რომ კიმიც მალე შეუერთდება და ფენომენურ სეზონს ჩაატარებს. ვფიქრობ, რომ ასე იქნება, ის კარგი ბიჭია“.

No comments:

Post a Comment