Thursday, December 10, 2015

„პორშე“ „ბოქსტერს“ და „კაიმანს“ 718-ს დაარქმევს

 Porsche Renames Next Boxster & Cayman To 718, Confirms 4-Cylinder Turbo Engines
10 დეკემბერი
„პორშემ“ გამოაცხადა, რომ მომავალი წლიდან ახალ „ბოქსტერს“ და „კაიმანს“ სახელში რიცხვ 718-ს დაამატებს. გერმანულ კომპანიას ეს რიცხვი თავისი პატარა სპორტული ავტომობილისთვის ჰქონდა შემონახული, მაგრამ თაროზე მისი შემოდების შემდეგ, 718-ის ნახსენები მოდელებისთვის გამოყენება გადაწყდა.
ეს რიცხვი „პორშეს“ ღიაკოკპიტიან სარბოლო ავტომობილს ერქვა, რომელსაც ოთხცილინდრიანი ოპოზიტური ძრავი შუაში ჰქონდა და რომელსაც ცუფენჰაუზენელები 1957-1962 წლებში უშვებდნენ. ერთ-ერთი ასეთი ავტომობილით, ფრანგი იან ბერას და გერმანელი ჰანს ჰერმანის ეკიპაჟმა ლე მანის 1958 წლის რბოლაში მესამე ადგილი დაიკავა.

„პორშემ“ ასევე გამოაცხადა, რომ ახალი ავტომობილების სახელ და სახეშეცვლილი ვერსიები, ოთხცილინდრიანი ოპოზიტური ტურბო ძრავებით აღიჭურვება, თუმცა მათი ტექნიკური სპეციფიკაციების შესახებ არაფერი უთქვამს. სხვათა შორის, ახალი ავტომობილები, სახელოვან წინაპარს, სახელის გარდა, ძრავებითაც დაემსგავსება.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ოპოზიტური ძრავი, სამი ვერსიის სახით დამზადდება, რომლებიც უპირველესად, მუშა მოცულობით იქნება განსხვავებული. ამ სამეულიდან საბაზო 1.5-ლიტრიანი ვერსია უნდა იყოს, 200 ცხენის ძალით. მეორე აგრეგატია 2.0-ლიტრიანი და მისი სიმძლავრე 290 ცხენის ძალას მიაღწევს. მესამე კი 2.5-ლიტრიანია და მისი სიმძლავრე 400 ცხენის ძალა იქნება. იგივე ძრავებს მოგვიანებით „მაკანზეც“ გამოიყენებენ.

No comments:

Post a Comment