Tuesday, December 22, 2015

„მაკლარენმა“ „675LT სპაიდერი“ ორ კვირაში სრულად გაჰყიდა

McLaren 675LT Spider Sells Out In Just Two Weeks
22 დეკემბერი
„მაკლარენს“ სულ ორი კვირა ეყო იმისათვის, რომ თავის ღია სუპერ ავტომობილ „675LT სპაიდერის“ სრული ტირაჟი - 500-ვე ეგზემპლარი გაეყიდა. საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ „675LT კუპეს“ პრემიერისას, უოკინგელებმა მკაცრად უარყვეს მისი ღია ვერსიის გამოშვების შესაძლებლობა. მაგრამ მომხმარებელთა დაინტერესების გამო, გადაწყვეტილება მალევე შეცვალეს.
„მაკლარენმა“ საავტომობილო სამყაროს „675LT სპაიდერი“ მხოლოდ ორი კვირის წინ წარუდგინა, თუმცა კომპანიის ლოიალურმა მომხმარებლებმა, ამ ავტომობილის შესახებ გაცილებით ადრე იცოდნენ და მათაც თადარიგი ადრევე დაიჭირეს. სწორედ ამიტომ, 500 ეგზემპლარის ასე სწრაფად გაყიდვა, არცთუ გასაკვირად შეიძლება გამოჩნდეს.
დასაკეცი სახურავის გარდა, 675LT-ს ღია ვერსია კუპესგან პრაქტიკულად არ განსხვავდება. ორივე აღჭურვილია 3.8-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავით, რომელიც 675 ცხენის ძალას და 700 ნიუტონმეტრს ავითარებს. კუპე ვერსია, რომელიც სპაიდერზე 100 კილოგრამით მსუბუქია, ადგილიდან ასის აკრეფას 2.9 წამშ ახერხებს.

No comments:

Post a Comment