Bugatti Chiron capable of hitting 467 km/h (290
mph) – Report
31 დეკემბერი
როგორც ჩეხური გამოცემა „მაგაზინ პროდრაივერ CZ“ იუწყება,
„ბუგატის“ უახლეს ჰიპერ ავტომობილ „შირონის“ მაქსიმალური სიჩქარე 467 კმ/სთ-ს
მიაღწევს. ეს ინფორმაცია გამოცემამ კომპანიის იმ პოტენციური მომხმარებლებისგან
მოიპოვა, ვისაც ამ ავტომობილის პრივატულ წარდგენაზე დასწრების საშუალება მიეცა.
„შირონის“ დებიუტი ჟენევის 2016 წლის მოტორ შოუზეა
დაგეგმილი. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ჰიპერ ავტომობილი 2.0 მილიონი ევრო
ეღირება. „ბუგატი“ მას მხოლოდ 500 ცალს დაამზადებს. ავტომობილის წარმოების ციკლი
მხოლოდ 5 წელია. შედარებისთვის, „ვეირონის“ საწარმოო ციკლი 10 წელი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, „ბუგატის“ მოდელ „შირონზე“ უკვე 130 შეკვეთა აქვს
მიღებული.
ახალი ავტომობილი აღიჭურვება 8.0-ლიტრიანი W16 ძრავით, რომელსაც
ოთხი ტურბო კომპრესორი ემსახურება. სავარაუდოდ, ძალური დანადგარის სტრუქტურაში
ელექტრო ძრავიც შევა. რაც მთავარია, სიმძლავრე 1 500 ცხენის ძალას მიაღწევს,
მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 1 500 ნიუტონმეტრს. ძრავთან წყვილში DCT ტრანსმისია
იმუშავებს, რომელიც მამოძრავებელ ძალას ოთხივე ბორბალს გაუნაწილებს.
ამ აღჭურვილობის დახმარებით, „შირონი“ ადგილიდან ასის
აკრეფას 2.2 წამში შეძლებს, ნულიდან 300 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად კი 15 წამი ეყოფა.
მაქსიმალური სიჩქარე კი 467 კმ/სთ-ს მიაღწევს, რაც „ვეირონის“ უსწრაფესი ვერსიის, „ვეირონ
სუპერ სპორტის“ მაქსიმალურ სიჩქარეზე 36 კმ/სთ-ით მეტია.
No comments:
Post a Comment