Sunday, December 13, 2015

ჯენის ჯოპლინის „პორშე1.8 მილიონ დოლარად გაიყიდა

Janis Joplin’s Porsche Sells for $1.8 Million
13 დეკემბერი
კაბრიოლეტი „პორშე 356C 1600“, რომელიც ერთ დროს თვით როკის ვარსკვლავ ჯენის ჯოპლინს ეკუთვნოდა, „RM სოთბისის“ მიერ ნიუ იორკში ჩატარებულ აუქციონზე, თითქმის 1.8 მილიონ დოლარად გაიყიდა. აუქციონის ჩატარებამდე, ავტომობილის სავარაუდო ფასად 600 000 დოლარი იყო მიჩნეული, მაგრამ სულ რაღაც ხუთ წუთში ფასმა 1.8 მილიონს მიაღწია. ეს ავტომობილი ჯოპლინმა 1964 წელს შეიძინა და მას შემდეგ, ის მომღერლის ოჯახის კუთვნილება იყო.
როცა ამ უჩვეულოდ აჭრელებულ ავტომობილზე ვაჭრობა დაიწყო, სასტარტო ფასად 300 000 დოლარი გამოცხადდა. და როცა ფასმა 1.76 მილიონს მიაღწია, დარბაზში აღტაცებული შეძახილები და ოვაციები გაისმა.
 ვინ არ იცის, რომ ჯოპლინმა ლეგენდარული სიმღერა „პორშეს“ კი არა, „მერსედეს-ბენცს“ მიუძღვნა. თუმცა თავისთვის თეთრი „პორშე“ შეიძინა. მაგრამ ეს ფერი მოსაწყენად ჩათვალა და წითლად შეაღებინა. ამასთან, ის სხვადასხვა გამოსახულებით და პეიზაჟებით გააფორმებინა. ნახატებს შორის თავად ჯენისი და მისი ჯგუფის წევრებიც აღმოჩნდნენ.
 სამწუხაროდ, ჯოპლინი 1970 წელს, ნარკოტიკების ჭარბმა დოზამ შეიწირა. ის სასტუმრო „ჰოლივუდში“ ნახეს გარდაცვლილი. კაბრიოლეტიც ამავე სასტუმროს მახლობლად იდგა. ოჯახმა აქამდე შეინახა მოხატული „პორშე“. 1995 წელს ის კლივლენდში გაიგზავნა, სადაც დროებით როკ’ნ როლის დიდების დარბაზში იდგა. ახლახანს კი ლეგენდარული მომღერლის ოჯახმა, ავტომობილის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
„პორშემ“ მოდელ 356-ის წარმოება 1948 წელს, ავსტრიაში დაიწყო. შემდეგ კი, როცა კომპანიამ გერმანიაში გადაინაცვლა, ავტომობილის წარმოებამაც იქ გადაინაცვლა და 1965 წლამდე გაგრძელდა. სულ 76 000 ცალი „პორშე 356“ დამზადდა, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი ჯერაც მთელია.

No comments:

Post a Comment