Wednesday, November 25, 2015

„აუდი RS7“ ბურჟ ხალიფას ლიფტის წინააღმდეგ

Audi RS7 Vs The Burj Khalifa In Elevation Challenge
25 ნოემბერი
რა თქმა უნდა, ავტომობილის და ლიფტის დაპირისპირება შეუძლებელია - მათ განასხვავებულია გზა და ტრაექტორია აქვთ. მაგრამ „აუდიმ“ ორიგინალურ ხერხს მიმართა - შეჯიბრის ერთ-ერთ მონაწილეს, მსოფლიოს უმაღლეს ცათამბჯენ ბურჟ ხალიფას (დუბაი, 828 მეტრი) უმაღლეს პლატფორმამდე ლიფტებით უნდა მიეღწია. „აუდი RS7“ კი პარალელურ რეჟიმში, იმავე ამპლიტუდის მქონე გზას გაივლიდა დუბაის შემოგარენში.
ბურჟ ხალიფას 57 ლიფტი ემსახურება, თითოეულს ერთდროულად 12-14 ადამიანის გადაყვანა შეუძლია, 10 მ/წმ სიჩქარით. წყვილ ტურბო კომპრესორიანი V8 ძრავით აღჭურვილ ავტომობილს კი ჯებელ ჰაფიტის სამთო მაგისტრალზე უნდა გაევლო. გზის ამპლიტუდა, დაახლოებით ცათამბჯენის 157-ე სართულის სიმაღლეს უდრის. ლიფტებით „რბოლის“ პატივი არაბ სპრინტერ მუსა ხალიფს ერგო.
ავტომობილს გზაზე „შემთხვევით“ თხა გადაეღობა, სპრინტერს კი ლიფტებს შორის, თავისი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენამ მოუწია. საბოლოოდ, როგორც ამ პაექრობის ორგანიზატორი, გერმანული კომპანია აცხადებს და ეს ვიდეოშიც ჩანს, ფინიშს ორივემ ერთდროულად მიაღწია!..

ვიდეო

No comments:

Post a Comment