Thursday, November 26, 2015

„ფორდ F-150“ წლის მწვანე ავტომობილია

Ford F-150 wins Green Truck Of The Year
26 ნოემბერი
გამოცემა „გრინ ქარ ჯორნალმა“ წლის მწვანე პიკაპის წოდება, „ფორდის“ პოპულარულ პიკაპ F-150-ს მიანიჭა. ეს ავტომობილი, საწვავის უჩვეულოდ მცირე ხარჯით გამოირჩევა, ას კილომეტრზე 10.9 ლიტრს მოიხმარს. რა თქმა უნდა, ამ მაჩვენებლით, ჰეჩბეკებს და სედანებს ვერ შეედრება, თუმცა ეს მაინც არ აისახება მის პოპულარობაზე - ათწლეულების განმავლობაში, ეს ავტომობილი ამერიკაში ყველაზე გაყიდვადია.
ახალი F-150-ის კონსტრუქციაში უხვადაა გამოყენებული ალუმინი, რამაც მისი მნიშვნელოვანი შემსუბუქება და შესაბამისად, საწვავის ხარჯის შემცირება გამოიწვია. ამასთან, ავტომობილი ახალი თაობის ძრავებით აღიჭურვა. უფრო მეტიც, ცისფერმა ოვალმა ამ პიკაპის ისეთი ვერსიებიც შეიმუშავა, რომლებიც პროპანსა და შეკუმშულ ბუნებრივ აირზე მუშაობს. შესაბამისად, ამათი უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე შემცირებულია.

ახალი F-150 იმითაც გამოირჩევა, რომ მისი სავარძლების კონსტრუქციაში იყენბენ მასალებს, რომლებსაც პლასტიკური ბოთლების გადამუშავებით ღებულობენ. ამგვარად, ხდება გარემოს ნარჩენებისგან გასუფთავება და ავტომობილის კონსტრუქციაში იზრდება მეორად გადამუშავების შედეგად მიღებული მასალების შემცველობა.
სხვათა შორის, „გრინ ქარ ჯორნალის“ აღიარებამდი, „ფორდ F-150“ წლის მწვანე ავტომობილად, ამერიკის საავტომობილო ასოციაციამაც დაასახელა.

No comments:

Post a Comment