Wednesday, November 25, 2015

„სიტროენი“ რევოლუციურ საკიდარს ამზადებს

Citroen to launch revolutionary suspension system in 2017
25 ნოემბერი
„სიტროენი“ სრულიად ახალ, „რევოლუციურ“ დაკიდების სისტემაზე მუშაობს, რომლითაც ადაპტირებად ჰიდროპნევმატურ „ჰიდრაქტივ III+“ შეცვლის. ბრიტანულ გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას, „სიტროენის“მთავარმა აღმასრულებელმა ლინდა ჯეკსონმა განაცხადა, რომ ახალი საკიდარით აღჭურვილი ავტომობილები ბაზარზე 2017 წელს გამოვა.
„კომფორტი „სიტროენის“ ერთ-ერთი ძირითადი ღირებულებაა. ჩვენ ახლა ჰიდროპნევმატური საკიდარის ღირსებათა მიუხედავად, მასზე უფრო თანამედროვე და დახვეწილ სისტემაზე ვმუშაობთ, რომელიც ამ მიმართულებით რევოლუციური იქნება“, - ამბობს ჯეკსონი.
ის დასძენს, რომ ახალ სისტემაზე, „სიტროენის“ ინჟინრებთან ერთად, მაკომპლექტებლების ერთ-ერთი მიმწოდებლის სპეციალისტებიც მუშაობენ. ოღონდ, ის არ აკონკრეტებს პარტნიორის სახელს და რა თქმა უნდა, არაფერს ამბობს ახალი სისტემის ტიპსა და მუშაობის პრინციპზე. არც ისაა ცნობილი, ექნება თუ არა ახალ საკიდარს კლირენსის ავტომატურად რეგულირების ფუნქცია.
ჯეკსონის თქმით, ახალი საკიდარი მხოლოდ „სიტროენის“ ავტომობილებისთვის იქმნება და ის ნათესავი „პეჟოსთვის“ და საკუთარ პრემიუმ ქვე-ბრენდ DS-სთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. დაბოლოს, კომპანიის შეფი დასძენს, რომ „სიტროენს“ გაყიდვების 1.6 მილიონამდე გაზრდა აქვს გადაწყვეტილი და ამ მიზნის მიღწევას 2020 წლისთვის აპირებს.

No comments:

Post a Comment