Sunday, November 8, 2015

„სუბარუ“ და „ტოიოტა“ თანამშრომლობას გააგრძელებენ

Subaru And Toyota To Team Up For Next-Gen Sports Car
8 ნოემბერი
ორი იაპონური კომპანია თანამშრომლობას აგრძელებს და მათი ერთობლივი პროდუქტი, ისევ მეორე თაობის კომპაქტური სპორტქარი, მეორე თაობის BRZ/GT 86/FR-S იქნება. ეს ინფორმაცია, ტოიკიოს მოტორ შოუზე, გამოცემა „ავტომოტივ ნიუსთან“ საუბრისას, „სუბარუს“ შეფმა იასუიუკი იოშინაგამ დაადასტურა. „ჩვენ და „ტოიოტამ“ უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ მოდელს სრულად შევცვლით. ოღონდ, ჯერ არ გადაგვიწყვეტია, როდის წარვადგენთ მას ბაზარზე“, - ამბობს იოშინაგა.
მას ახალი სპორტული ავტომობილის შესახებ სხვა ინფორმაცია არ გაუვრცელებია. იოშინაგას თქმით, „სუბარუს“ გაყიდვები მუდმივად იზრდება. წლიური გაყიდვების მოცულობა 1.03 მილიონ ავტომობილს მიაღწევს, თუმცა არაა გამორიცხული, რომ 1.1 მილიონამდეც ავიდეს. და ეს იმ დროს, როცა ახალი საწარმოების მშენებლობა არ იგეგმება.
„სუბარუსთვის“ ყველაზე წარმატებული შეერთებული შტატების ბაზარია, სადაც კომპანია ზედიზედ მეხუთე წელია, რაც გაყიდვებს ზრდის. კერძოდ, იქ მისი გაყიდვები უკვე უახლოვდება 600 000-ს. არადა, იმავე ბაზარზე შარშან 513 693 ავტომობილი გაიყიდა. სექტემბერში გაყიდვები 14 პროცენტით გაიზარდა. იაპონური კომპანია მალე განაახლებს „იმპრეზას“, რაც გაყიდვებს კიდევ უფრო გაზრდის. ბაზარზე გამოვა ახალი 7-ადგილიანი ქროსოვერი, ოღონდ არა „ტრიბეკას“ სახელით და ესეც გაყიდვების ზრდას გამოიწვევს.

No comments:

Post a Comment