Wednesday, November 18, 2015

„ლენდ როვერო“, გამატანე ეს მანქანა სახლში

Spectre's Naomie Harris Shows Off RR Evoque Convertible
18 ნოემბერი
დღეს ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე, „ლენდ როვერის“ უახლესი ავტომობილის, „რეინჯ როვერ ევოუკ კონვერტაიბლის“ ოფიცალური პრემიერა გაიმართება. პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე კი, ბრიტანულმა კომპანიამ თავისი სიახლე, სანტა მონიკას სანაპიროზე გაიყვანა, სადაც მას ჯეიმს ბონდის უახლეს ფილმ „სპექტრის“ ვარსკვლავი, ნაომი ჰარისი ახლდა. რა თქმა უნდა, ქვიშის სანაპიროზე სარეკლამო ფოტო სესია გაიმართა.
ბრიტანელმა მსახიობმა განაცხადა, რომ ღია „ევოუკი“ ლოს ანჯელესის სანაპიროზეც ისეთივე კარგია, როგორიც თუნდაც ინგლისში. და ხუმრობით „ლენდ როვერს“ სთხოვა, სახლში გამატანე ეს ავტომობილიო. „ამ მანქანის დიზაინმა ძალიან მომხიბლა. ადრე მსგავსი არაფერი მინახავს. ის ისეთი ლამაზია. მისი მართვა ლოს ანჯელესის სანაპირო ზოლშიც ისეთივე სასიამოვნოა, როგორიც ინგლისის სოფლის უგზოობაში“, - ამბობს კინოვარსკვლავი.
ღია „ევოუკის“ მსოფლიო პრემიერასთან დაკავშირებით, „ლენდ როვერმა“ ლოს ანჯელესში ამ ავტომობილის მავთულისგან დამზადებული მოდელებიც წაიღო, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ლონდონელებს უჩვენა. ისინი ჯერ დასავლეთ ჰოლივუდში განალაგა, შემდეგ კი სანტა მონიკაში გადაიტანს. ეს მოდლები სანტა მონიკას ქუჩებში მანამ იდგება, სანამ ლოს ანჯელესის ავტო შოუ საზოგადოებას გაუხსნის კარს (20 ნოემბერს).
„რეინჯ როვერ ევოუკის“ პრემიერა 2011 წელს გაიმართა და მას შემდეგ, მთელს მსოფლიოში 450 000 ცალზე მეტია გაყიდული. ამგვარად, „ლენდ როვერის“ ისტორიაში ის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი მოდელი გახდა. გარდა ამისა, უგზოობის ამ კომპაქტურ ავტომობილს, 165-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული.
რაც შეეხება „ევოუკის“ ღია ვერსიას, მისი გაყიდვები მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა დაიწყოს. ბრიტანულ ბაზარზე მისი ფასი 47 500 გირვანქა სტერლინგი იქნება.

No comments:

Post a Comment