Saturday, November 14, 2015

„რედ ბულმა“ მომავალ სეზონზე განაცხადი შეიტანა

Motor racing-Red Bull lodge entry to 2016 F1 championship
14 ნოემბერი
„რედ ბულმა“ ფორმულა 1-ის მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონატში მონაწილეობაზე განაცხადი შეიტანა. მართალია, მისი ორივე გუნდი - „რედ ბული“ და „ტორო როსო“ ჯერჯერობით ოფიციალურად ძრავის გარეშეა, მაგრამ განაცხადის წარდგენა მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია დიდი პრიზების ცირკის დატოვებას არ აპირებს.
კომპანია „რედ ბულის“ მოტორსპორტის საქმეთა კონსულტანტი ჰელმუტ მარკო ამბობს, რომ მომავალი სეზონი ორივე გუნდისთვის გარდამავალი იქნება. მას არ დაუდასტურებია, რომ „რენოსთან“ შეთანხმებას მიაღწია, თუმცა ამბობს, რომ 2017 წლის სეზონიდან, ალტერნატიული ძრავების დანერგვა, „რედ ბულის“ ორივე გუნდს მეტ შესაძლებლობას მისცემს. მარკოს ამბობს, რომ ფ1-ში ალტერნატიული ძრავების დამკვიდრებაში, ის თვით ჟან ტოდტმა და ბერნი ეკლსტოუნმა დაარწმუნეს.
არსებობს ვარაუდი იმისა, რომ მომავალ სეზონში „რედ ბული“ ფრანგული კომპანიის რებრენდირებულ ძრავებს გამოიყენებს. ანუ, აგრეგატებს სხვა მარკას დააწერენ. ამასთან, ავსტრიულ გუნდს ამ აგრეგატის სრულყოფისთვის, თავისი ტოკენები (პირობითი ქულები) მიეცემა, რაც „რენოს“ ფაქტობრივად ორ აგრეგატზე მუშაობის საშუალებას მისცემს. პარალელურად, „რედ ბულს“ აგრეგატის განვითარებასა და დახვეწაზე მუშაობის საკუთარი გამოცდილება დაუგროვდება, რასაც ალტერნატიულ ძრავზე გადასვლის შემთხვევაში გამოიყენებს.
პარალელურად, „რედ ბულის“ მთავარი ინჟინერი პოლ მონეგანი ამბობს, რომ გუნდს ახალი სეზონის პირველი ტესტებისთვის მანქანის მომზადების რეალური შანსი აქვს. ფაქტია, რომ „რენოს“ ძრავების შენარჩუნების შემთხვევაში, მანქანის კონსტრუქციის ძირითადი პარამეტრები იგივე დარჩება, რაც ახალი ბოლიდის შემუშავებისთვის საჭირო დროს შეამცირებს. ამასთან, გუნდს უკვე დაწყებული აქვს ახალ ავტომობილზე მუშაობა და როგორც ჩანს, ის ისევ „რენოს“ ძრავებზეა გათვლილი.

No comments:

Post a Comment