Friday, November 6, 2015

„სუზუკი ეარ ტრიზერი“ - მიკრო ავტობუსი დასასვენებლად

Suzuki teases Microbus-like van for Tokyo
6 ნოემბერი
მეორე კონცეპტუალური ავტომობილი, რომელიც „სუზუკიმ“ ტოკიოს მოტორ შოუზე წარადგინა, არის მიკროვენი „ეარ ტრიზერი“. თავისი ფორმით და ფერთა შეხამებით, ეს ავტომობილი ბევრს ალბათ „ფოლკსვაგენის“ მსგავსი სტილის კონცეპტს, მინივენ „ბულის“ მოაგონებს. თუმცა ეს მსგავსება მხოლოდ ზედაპირულია. თუნდაც იმიტომ, რომ ეს ორი ავტომობილი გაბარიტებით განსხვავებულია. თანაც, „სუზუკის“ შემთხვევაში, აქცენტი სალონის მოწყობაზეა გაკეთებული.
„ეარ ტრიზერის“ გაბარიტებია: სიგრძე 4 200 მილიმეტრია, სიგანე 1956 მილიმეტრი, სიმაღლე 1815 მილიმეტრი. ის მოძრაობაში სერია დუალჯეტის ოთხცილინდრიან 1.4-ლიტრიან ძრავს მოჰყავს, რომელსაც საშუალოჰიბრიდული სისტემა ეხმარება. შდაწვის ძრავთან წყვილში ხუთსაფეხურიანი ტრანსმისია „ოლგრიპ“ მუშაობს, რომელიც მამოძრავებელ ძალას ოთხივე ბორბალს უნაწილებს.
რა თქმა უნდა, კონცეპტი თავისი ორიგინალური გარეგნობით იქცევს ყურადღებას. მაგრამ მასში მთავარი, შიდა სივრცის მოწყობაა, რომელიც სალონის დასასვენებელ ოთახად მოწყობის საშუალებასაც კი იძლევა. ჩვეულებრივ, სალონში სავარძლები სამ რიგად არის განლაგებული, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მათგან შეიძება U-ს ფორმის დივანის შეკვრა. გარდა ამისა, სავარძლები შეიძება ეგრეთ წოდბული „რელაქსაციის“ კონფიგურაციითაც დალაგდეს, რომლის დროსაც, მათზე მსხდომნი ერთმანეთისადმი სახით განლაგდებიან.


სალონში მყოფთა განკარგულებაშია დასაკეცი ეკრანი, რომელიც B-საყრდენებიდან ერთ-ერთზე მაგრდება. ეს ეკრანი უკავშირდება როგორც ავტომობილის ინფორაინმენტ სისტემას, ასევე სმარტფონს. მოკლედ, „ეარ ტრიზერი“ თავისი მგზავრების არამხოლოდ დასვენებას, არამედ გართობასაც უზრუნველყოფს.

No comments:

Post a Comment