Tuesday, November 24, 2015

განახლებული „ფორდ ისკეიპის“ პრემიერა ლოს ანჯელესში

Refreshed 2017 Ford Escape Is Just What The Customer Ordered
24 ნოემბერი
„ფორდ ისკეიპი“ უგზოობის პოპულარული ავტომობილია. თუმცა უსაფრთხოების და კავშირის თანამედროვე სისტემებით ნაკლებად იყო ეკიპირებული. და სწორედ ამ ფაქტორის გამოსწორებაზე გაამახვილა ყურადღება ცისფერმა ოვალმა, რომელმაც განახლებული და გარეგნულად უფრო დახვეწილი „ისკეიპი“ ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე გამოფინა.
უგზოობის პრემიუმ კომპაქტური მოდელების კლასი ამერიკაში მეორე ყველაზე გაყიდვადია. და ასეთ კონკურენტულ სეგმენტში, „ისკეიპი“ მეორე ადგილზეა. ის სჯობნის ისეთ პოპულარულ მოდელებს, როგორებიცაა „ნისან როგი“, „ტოიოტა RAV4“, „ჯიპ ჩეროკი“ და ბევრი სხვა. ცისფერი ოვალის მოდელის პოპულარობას, ფასის გარდა, მისი გარეგნობა და აღჭურვილობაც განაპირობებს.
უსაფრთხოების და დამხმარე ახალ სისტემებს შორის, რომლებიც განახლებულ „ისკეიპს“ დაემატა, არის უხილავი ადგილების დაფიქსირების სისტემა, გადამკვეთი მოძრაობის გამაფრთხილებელი სისტემა, შორეული განათების ავტომატური კონტროლის სისტემა, ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი, წინიდან შეჯახების გამაფრთხილებელი სისტემა მუხრუჭების მხარდაჭერით, ასევე ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა და სხვა.
განახლება შეეხო ინტერიერსაც, სადაც შეიცვალა საჭის რგოლი, ახლებური დიზაინით შესრულდა ცენტრალური კონსოლი, ხელის მექანკური მუხრუჭი კი, რომელიც სალონში საკმაოდ დიდ ადგილს იკავებდა, ელექტრონულმა შეცვალა. ასევე შეიცვალა დკორატიული დტალები და გაუმჯობესდა გასაწყობად გამოყენებული მასალების ხარისხი.
ძრავგების გამა, სერია ეკობუსტის ორი ახალი ძრავით შეივსო. ერთია 1.5-ლიტრიანი, რომელიც 183 ცხენის ძალას ავითარებს, მეორე კი - 2.0-ლიტრიანი, რომლის სიმძლავრეც 249 ცხენის ძალაა. უფრო პატარა ძრავის შემთხვევაში, ავტომობილს ასის ასაკრეფად 10.1 წამი სჭირდება. ორლიტრიანის (ამ ძრავს წყვილხვეულიანი ტურბო კომპრესორი ემსახურება) შემთხვევაში კი ტემპერამენტი უკეთესია (ფორდი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს). სხვათა შორის, ამ აგრეგატს ამერიკული კომპანია უკვე იყენებს „ფორდ ეჯზე“.

No comments:

Post a Comment