Wednesday, November 18, 2015

„ფერარი“ მომავალ სეზონში „მერსედესს“ კონკურენციას გაუწევს

Ferrari thinks Brazil form suggests it can catch Mercedes in 2016
18 ნოემბერი
„ფერარის“ ტექნიკური დირექტორი ჯეიმს ელისონი ამბობს, რომ ბრაზილიაში სებასტიან ფეტელის კარგი გამოსვლა, იტალიურ გუნდს იმის იმედს აძლევს, რომ მომავალ სეზონში, გაცილებით მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას შეძლებს. ფეტელმა ფინიშზე მხოლოდ 14 წამი წააგო გამარჯვებულ ნიკო როსბერგთან. და მან ეს უსაფრთხოების მანქანის „დახმარების“ გარეშე შეძლო.
„ცუდად არ გვიასპარეზია, მაგრამ ვერც ის შევძელით, რომ „მერსედესებს“ შორის ჩავმდგარიყავით. მანქან კარგად მუშაობდა და მან იმის საშალება მომცა, რომ ისინი თვალთახედვის არეში მყოლოდა. საერთო ჯამში, სეზონის დასასრულს მათთან მიახლოება შევძელით. ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ჩვენი შესაძლებლობები ვირწმუნოთ და ზამთარში ამაზე ოდნავ მეტი გავაკეთოთ, რათა მომავალ სეზონში გაცილებით უკეთესი შედეგებისთვის ბრძოლა შევძლოთ“, - ამბობს ელისონი.
ის დასძენს, რომ მარანელოელები თავიანთი მომავალი სეზონის მანქანის პოტენციალით კმაყოფილები არიან: „ის ბიჭები, ვინც ამ მანქანებს მართავენ და ამზადებენ, მთელი სეზონის განმავლობაში, მთავარ საქმეს აკეთებენ. მაგრამ შინ ამაზე მეტი ადამიანი მუშაობს იმისათვის, რომ მომავალი სეზონისთვის მანქანა მოამზადონ. და ასე გრძელდება არა რამდენიმე კვირის განმავლობაში, არამედ თვეები“.
ელისონი ამბობს, რომ სეზონის დასრულებისთანავე, ახალ მანქანაზე მუშაობაზე გადაერთვება: „ეს სეზონი მალე მორჩება და მთელ ყურადღებას ახალ მანქანას დავუთმობ. ეს ძნელი, საინტერესო და ამაღელვებელი სამუშაოა. აბუ დაბიში ჩვენ მოგებისთვის ვიბრძოლებთ. ამ სეზონში უკვე სამ რბოლაში გავიმარჯვეთ. ასე რომ, ეს შესაძლებელია“.

No comments:

Post a Comment