Friday, November 20, 2015

ექსვსბორბლიანი „ტოიოტა ჰაილუქსი“ ბულგარეთიდან

Bulgarian Tuner Builds Toyota Hilux 6x6
20 ნოემბერი
როგორც ჩანს, „მერსედეს-AMG“ მიერ ექვსბორბლიანი G63 6x6-ს დამზადება გადამდბი აღმოჩნდა - ჯერ ბრიტანულმა ტუნინგ ატელი „კან დიზაინმა“ ექვსბორბლიანი „ლენდ როვერ დიფენდერი“ შექმნა, ახლახანს კი მსგავსი მონსტრის აწყობა უცნობმა ბულგარულმა ფირმამ სცადა, რომელმაც ბაზისად „ტოიოტა ჰაილუქსი“ გამოიყენა.
როგორც გამოცემა „მოტორ1“ იტყობინება, ექვსბორბლიანი „ტოიოტა ჰაილუქსი“ ბულგარულ კომპანია „ვრომოსის“ მიერაა შემუშავებული, რომელიც უგზოობის ავტომობილებზეა სპეციალიზებული. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა „ჰაილუქსს“ ექვსი ბორბალი მოაბეს. პირველად ამ ავტომობილს ასეთი ოინი ისლანდიურმა კომპანია „არქტიკ ტრაკსმა“ ჩაუტარა.

„ვრომოსმა“ ავტომობილის გადასაკეთებლად შედარებით იოლ ხერხს მიმართა. მისმა ინჟინრებმა დააგრძელეს ავტომობილის მზიდი ჩარჩო. რა თქმა უნდა, უკან დამატებითი დიფერენციალი, საკიდარის ელემენტები და ბორბლები დააყენეს. და რა თქმა უნდა, ძარაც დასაგრძელებელი გახდა.
გარდა ამისა, „ვრომოსმა“ დასახმარებლად კიდევ ერთ კომპანიას, „ოვერდრაივს“ უხმო, რომელმაც ჩვეულებრივი, მუშა „ჰაილუქსის“ ინტერიერი მდიდრულად გამოაწყვეს, რისთვისაც ტყავი და ალკანტარა გამოიყენეს.

No comments:

Post a Comment