Monday, November 2, 2015

„სუზუკი იგნისის“ დებიუტი ტოკიოში

All-New Suzuki Ignis Compact Crossover Debuts At Tokyo
2 ნოემბერი
„სუზუკიმ“ ტოკიოს შოუზე თავისი უახლესი სერიული ავტომობილი, სუბკომპაქტური ქროსოვერი „იგნისი“ წარადგინა. ეს არის ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე წარდგენილ კონცეპტუალურ მოდელ iM-4-ის სერიული ვერსია, რომელიც თითქმის უცვლელად მივიდა ტოკიოში დებიუტამდე, რადგან ჟენევაში დამთვალიერებლების და სპეციალისტების მოწონება დაიმსახურა.
2020 წელს იაპონურ კომპანიას 100 წელი შეუსრულდება და ამასთან დაკავშირებით, ახალ სერიულ და კონცეპტუალურ მოდელებს ამზადებს, რომლებიც ყველაზე აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. პატარა ქროსოვერი „იგნისი“ სწორედ ასეთი ავტომობილია, რომელსაც ძირიტადად ახალი თაობის მუშტარი ეყოლება.
პატარა „იგნისის“ სიგრძე 3700 მილიმეტრია, სიგანე 1660 მილიმეტრი, სიმაღლე 1595 მილიმეტრი. გარეგნულად მას ელეგანტური სილუეტი გამოარჩევს, წინ კი მისი ამოსაცნობი ნიშანი, გრძელი და ვიწრო რადიატორია, რომელიც ორივე კიდეში, ფარებით ბოლოვდება. რადიატორის შუაში კი კომპანიის ლოგოა მოთავსებული. კონცეპტისგან განსხვავებით, ფარები პროჟექტორების კომპლექტია და არა LED-ელემენტების. ავტომობილი 18-დუიმიან, 10-წკირიან ბორბლებზე დგას.
„სუზუკის“ სერიული „იგნისის“ ტექნიკური მახასიათებლების შესახებ არც ტოკიოში უთქვამს რამე. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ძირითადი აგრეგატი, სერია ბუსტერჯეტის 1.0-ლიტრიანი ტურბო ძრავი იქნება, რომელიც უსაფეხურო ვარიატორის გავლით, წინა ბორბლებს დაატრიალებს. ძრავების გამაში ასევე შევა სერია დუალჯეტის 1.2-ლიტრიანი ძრავი, რომლის მიერ გამომუშავებულ მამოძრავებელ ძალასაც, ტრანსმისია ოთხივე ბორბალს გაუნაწილებს. დაკიდევ, „იგნისი“ ბაზირებულია უახლეს პლატფორმაზე, რომელიც „სუზუკიმ“ პირველად სერიულ ჰეჩბეკ „ბალენოზე“ გამოიყენა.

No comments:

Post a Comment