Monday, November 16, 2015

„ბეემვეს“ ახალი ექსპერიმენტული ავტომობილი

Radical BMW research vehicle revealed in patent images
16 ნოემბერი
ინტერნეტით შემთხვევით გავრცელდა საპატენტო ფოტოები, რომლებზეც „ბეემვეს“ ახალი ექსპერიმენტული ავტომობილია გამოსახული. ისინი გერმანულმა კომპანიამ ჩინეთის შანჰაის საპატენტო ოფისში შეიტანა. სახეზეა აეროდინამიკურად დახვეწილი ფორმის ავტომობილი, რომელიც ბენზინ-ელექტრული პლაგ-ინ ჰიბრიდულისისტემით აღიჭურვება. ის ბავარიული კომპანიის მიუნხენის კვლევისა და განვითარების ცენტრშია შემუშავებული და უკვე გადის ტესტირებას.
სავარაუდოდ, სახეზეა „ბეემვეს“ ქვე-ბრენდ i-ს მომავალი სიახლე, რომელიც, ბავარიული კომპანიის ინკოგნიტო წარმომადგენლის თქმით, უნდა გახდეს „ფოლკსვაგენ XL1-ისთვის“ გაცემული პასუხი. ოღონდ, ვოლფსბურგული სუპერ ეკონომიური მოდელისგან განსხვავებით, უცნობი სახელის მქონე ბავარიელი ოთხადგილიანია. მის საფუძვლად, რა თქმა უნდა, კარბონს ბოჭკოს კომპოზიტისგან დამზადებულ მზიდ სტრუქტურას გამოიყენებენ, რომელიც სიმსუბუქით და სიმტკიცით გამოირჩევა. რაც მთავარია, ასეთი კონსტრუქციის მასობრივი წარმოება „ბეემვეს“ უკვე დაწყებული აქვს.
ბავარიულ კომპანიას ამ ავტომობილზე ოფიცალურად ჯერ არაფერი გამოუქვეყნებია. გავრცელებული ინფორმაციით, რომლის წყაროც „ბეემვეს“ თანამშრომლები არიან, სატესტო ავტომობილი 1150 კილოგრამს იწონის. ანუ, ის სუბკომპაქტურ i3-ზე 135 კილოგრამით მსუბუქია, XL1-ზე კი - 355 კილოგრამით მძიმე. სამაგიეროდ, მას ვოლფსბურგულ ავტომობილზე უკეთესი აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი აქვს - 0.18 (XL1-ის იგივე მაჩვენებელია 0.19).
ასეთი დახვეწილი აეროდინამიკური მახასიათებელი იმ ფაქტმა უზრუნველყო, რომ ავტომობილს არ აქვს გარე სარკეები. მათ ნაცვლად, იმავე ადგილზე ვიდეო კამერები დგას, რომლებიც იმავე გამოსახულებას, სალონში არსებულ ეკრანებზე იძლევა. მათი ფართობი კა სარკეებისაზე გაცილებით მცირეა. უფრო მეტი სამგზავრო ადგილის გარდა, ბავარიულ ავტომობილს XL1-ზე თითქმის სამჯერ დიდი საბარგულიც აქვს, რომლის მოცულობაც 348 ლიტრია.

რაც შეეხება ჰიბრიდულ სისტემას, ის წინ არის განლაგებული. მასში შევიდა ბენზინის 1.0-ლიტრიანი ორცილინდრიანი ძრავი, რომელიც მოდულურ არქიტექტურაზეა ბაზირებული. ელექტრო ძრავი უკან განლაგდა. მას ენერგიით სრულიად ახალი ტიპის ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომელიც უფრო სწრაფი დამუხტვის საშუალებას იძლევა, აქვს ჩვეულებრივზე მეტი ტევადობა და არის შედარებით მსუბუქი.

No comments:

Post a Comment