Monday, November 2, 2015

საოცარი ადამიანი ლე მანზე

Man with No Hands and Legs Will Race at Le Mans in 2016
2 ნოემბერი
ლე მანის 24-საათიანი რბოლა, ავტოსპორტის ისეთივე მწვერვალია, როგორიც ფორმულა 1. შესაბამისად, ის პილოტებისგან უმაღლეს კონცენტრაციას, საუკეთესო ფიზიკურ მომზადებას და გამძლეობას მოითხოვს. ასე რომ არა, პილოტი ვერ შეძლებს დღის განმავლობაში, რამდენიმე საათით, ავტომობილის 300 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მართვას. ამიტომ, პილოტები უმაღლესი დონის ათლეტები არიან.
მაგრამ არის ადამიანი, რომელიც ლე მანის მომავალი წლის რბოლაში, უხელოდ და უფეხოდ იასპარეზებს. უბრალოდ იმიტომ, რომ მას არცერთი კიდური არ აქვს. მაგრამ აქვს წარმოუდგენლად ძლიერი ნებისყოფა და უნარი იმისა, რომ კიდურების გარეშეც შეძლოს სარბოლი ავტომობილის მოთვინიერება და მსოფლიოს საუკეთესო პილოტებთან ერთად გამოვიდეს ტრასაზე. ამ ადამიანს ფრედერიკ სოსე ჰქვია. ის ფრანგია, 46 წლისაა და თავისი ხელ-ფეხი 2012 წელს, ექიმების დაუდევრობის გამო დაკარგა.
მისთვის სასოწარკვეთილება ოცნების ასდრულებით შეიცვალა. ოღონდ ეს თავისთავად არ მომხდარა. აქამდე მისმა მონდომებამ და თავგანწირულმა ლტოლვამ მიიყვანა. ის ყვება, რომ 2012 წელს, როცა შვებულებაში იყო, ხელი გაეკაწრა. მაგრამ მცირე ჭრილობიდან აგრესიული ინფექცია დაეწყო, რომელმაც ნაკაწრი 48 საათში მძიმე ჭრილობად გადააქცია. ექიმების დაუდევრობის გამო, საქმე იქამდე მივიდა, რომ სისხლი მოეწამლა. დაიწყო კიდურების ნეკროზი და საჭირო გახდა მათი ამპუტაცია. სხვაგვარად სიცოცხლეს ვერ შეუნარჩუნებდნენ...
ოპერაციის შემდეგ, სოსეს ცხოვრებაში უმძიმესი პერიოდი დადგა. მაგრამ შემთხვევამ მისი იღბალი რადკალურად შეცვალა. მისი მეგობარი პროფესიონალი მრბოლია, რომელიც შეპირდა, რომ ტრეკზე წაიყვანდა და სარბოლი ავტომობილის საშუალებას მისცემდა. „მე ცხოვრებისთვის ახალი აზრი უნდა მიმეცა. ველაპარაკე მეუღლეს, რომელსაც, სიმართლე რომ ვთქვა, ამ რბოლისა არაფერი ესმის“, - „ფოქს ნიუსთან“ საუბრისას  ყვება სოსე და დასძენს, რომ პირველად „ბუგატის“ მომცრო ტრეკზე, „აუდის“ სერიული RS3-ით გაიარა ერთი წრე. პირველ წრეს 2 წუთი და 5 წამი მოანდომა, რაც გამოცდილი მრბოლის, ლე მანის 11-გზის მონაწილე კრისტოფ ტინსოს დროზე სამი წამით მეტი იყო.
და აი, არაერთი კომპანიის, მათ შორის ავტომწარმოებლების, სპორტსმენების და სხვა პირების დახმარებით, ფრანგი პილოტი, ლე მანის 2016 წლის რბოლაზე, LMP2 პროტოტიპით ასპარეზობას შეძლებს. სოსესთვის მართვის სპეციალური საშუალებები შეიქმნა, რომელთა დახმარებითაც, ის სარბოლო ავტომობილის სრულფასოვან მართვას ახერხებს. აქსელერატორის და მუხრუჭების პედლებს ფეხებით მართავს, საჭის სამართავად კი სპეციალური პროთეზი დაუმზადეს.

მოკლედ, სოსეს შანსი აქვს, გახდს მეორე შეზღუდულუ ფიზიკური შესაძლებლობის მქონე ადამიანი გახდეს, ვინც მრავალსაათიან რბოლაში ასპარეზობას შეძლებს. პირველი ლეგენდარული ალექს ძანარდია, რომელმაც შარშან სპას 24-საათიან რბოლაში მიიღო მონაწილეობა.


ვიდეო

No comments:

Post a Comment