Thursday, November 26, 2015

„მერსედეს-AMG“ ჰიპერქარის გამოშვებას არ აპირებს

Mercedes-AMG Boss Says "No" To Hypercar Plans
26 ნოემბერი
„მერსედეს-AMG-ს“ თავმჯდომარე ტობიას მოერსმა, ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე განაცხადა, რომ მისი კომპანია არ აპირებს ჰიპერ ავტომობილის გამოშვებას. ამგვარად, მან წერტილი დაუსვა გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ შტუტგარტელები „ფერარი ლაფერარის“, „მაკლარენ P1-ის“ და „პორშე 918 სპაიდერის“ კონკურენტის წარმოებას აპირებს.
ის ამბობს, რომ ტექნიკურად ეს რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ამისათვის საჭირო საწარმო ადგილი „მერსედეს-AMG-ს“ არ აქვს: „სამწუხაროდ, მსგავსი რამის გაკეთება რომც გვინდოდეს, ამისთვის საჭირო, შესაბამისად აღჭურვილი ადგილი არ გვაქვს. უახლოეს მომავალში ასე იქნება“, - ამბობს მოერსი.
ის დასძენს, რომ ეგზოტიკური მოდელი „მერსედსის“ გამაში ვერ ჯდება. თანაც, მის კომპანიას სულ სხვა პრიორიტეტები აქვს, ვიდრე ჰიპერქარი შეიძლება იყოს და ფინანსებს სხვა საქმეზე ვერ მიმართავს. მისი თქმით, ამჟამად მისი კომპანია შემდეგი თაობის E-კლასის გამოშვებაზეა ფოკუსირებული. რაც შეეხება GT-ს, მყიდველისთვის მისი ახალი ვერსიების შეთავაზება იგეგმება.
ცნობისათვის, „მერსედეს-ბენცმა“ ახლახანს V12 ძრავების წარმოების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მათზე დიდი მოთხოვნილებაა. ამისათვის კომპანია თავის ახალ საწარმოს გამოიყენებს, რომელიც მანჰაიმში აშენდა. იქ 6.0-ლიტრიანი V12 ძრავების წარმოება მთლიანად თებერვალში გადაინაცვლებს. ამგვარად, გამოთავისუფლდება აფალტერბახის საწარმო, რომელიც მთლიანად გადაერთვება უახლესი V8 ძრავების წარმოებაზე. გერმანული კომპანია 6.0-ლიტრიან ტურბო ძრავებს ისეთ მოდელებზე იყენებს, როგორებიცაა: G65 AMG, S65 AMG-ს სედანი, კუპე და კაბრიოლეტი ვერსიები, ასევე განახლებული SL65 AMG.

No comments:

Post a Comment