30 ნოემბერი
ტოკიოს მოტორ შოუზე, „მაზდას“ როტორული ძრავით
აღჭურვილ კონცეპტ „RX- ვიჟნთან“ ერთად, ყველაზე გამორჩეული ექსპონატი, „იამაჰას“
კონცეპტუალური კუპე „სპორტს რაიდი“ იყო, რომელიც ფორმულა 1-ის ლეგენდარულ ინჟინერ გორდონ
მარის კომპანიის მიერაა შემუშავებული. უნდა ითქვას, რომ „იამაჰა“ საავტომობილო
მრეწველობაში ჩართული არაა, თუმცა ცალკეულ პროექტებში მონაწილეობს ხოლმე და ასევე
ერთხელ ფორმულა 1-ის ძრავების მიმწოდებელიც კი იყო.