Sunday, November 22, 2015

„ვოლვო კონცეპტ 26“ - ასეთია ავტონომიური მომავალი

Volvo Presents Luxurious 'Concept 26', Previews Autonomous Future
22 ნოემბერი
ავტონომიურ ტექნოლოგიებზე მუშაობის პარალელურად, საავტომობილო კომპანიები, ავტონომიური ავტომობილების ინტერიერის ოპტიმალურად მოწყობის კონცეპციებსაც ამუშავებენ. ასეთმა ინტერიერმა, მგზავრები მაქსიმალური კომფორტით და ექსპლუატაციის მოსახერხებლობითაც უნდა უზრუნველყოს.

საინტერესო მიზეზი აქვს კონცეპტის სახელში რიცხვ 26-ის არსებობას. „ვოლვოს“ მარკეტოლოგებმა გამოთვალეს, რომ შვედებს სამსახურამდე მისასვლელად, საშუალოდ სწორედ 26 წუთი სჭირდებათ. მათი კონცეპტუალური ინტერიერი კი იმისთვისაა მოწოდებული, რომ ეს 26 წუთი, რაც შეიძლება კომფორტული, უსაფრთხო და სასიამოვნო იყოს.
ამისათვის კომპანიამ სავარძლების ახალი კონსტრუქციაც კი შეიმუშავა, რომელზეც ცალკე პატენტი აიღო. მისი განმარტებით, კონცეპციის მთავარი დეტალი სწორედ სავარძელია. ახალი ტიპის სავარძელს სამი რეჟიმი გააჩნია: დრაივ, ქრიეტ და რელაქს. თუ მძღოლს სურს, რომ ავტომობილი თავად მართოს, ამ დროს რეჟიმი დრაივ იმუშავებს და სავარძელი ისე განლაგდება, რომ მძღოლი მაქსიმალურად მოსახერხებელ პოზიციაში აღმოჩნდეს.

რეჟიმ ქრიეიტის დროს, ავტომობილის მართვას ელექტრონიკა იბარებს. მძღოლის სავარძელი ოდნავ უკან დაიწევს, საჭი კონსოლთან ახლოს მიდის, ცენტრალური კონსოლის ქვედა ნაწილიდან კი წინა პლანზე წამოიწევს უჩვეულოდ დიდი ზომის ეკრანი - შეგიძლიათ, სამსახურში მისვლამდე ტელევიზიით ახალ ამბებს ადევნოთ თვალი ან შორეული მგზავრობისას, ფილმს, ან გასართობ პროგრამას უცქიროთ. რეჟიმ რელაქსის დროს, სავარძელი პრაქტიკულად საწოლის პოზიციას იკავებს, მის ქვემოდან კი წინ წამოიწევს ფეხების დასადები - შეგიძლიათ წაუძინოთ.

რა თქმა უნდა, ყველაფერი უმაღლესი ხარისხით და უმაღლეს დონეზე არის შესრულებული, როგორც კომფორტზე ორიენტირებულ ავტომობილებს შეეფერება. ოღონდ, „ვოლვო“ ჯერჯერობით არაფერს ამბობს იმაზე, თუ როდის შეიძლება მსგავსი ინტერიერი მის სერიულ ავტომობილებზე ვიხილოთ.

No comments:

Post a Comment