Monday, November 30, 2015

„იამაჰა“ კუპე „სპორტს რაიდის“ წარმოებას 2017 წელს დაიწყებს

Yamaha Sports Ride Coupe Will Allegedly Use A 1.5-Liter Turbo, Debut In 2017
30 ნოემბერი
ტოკიოს მოტორ შოუზე, „მაზდას“ როტორული ძრავით აღჭურვილ კონცეპტ „RX- ვიჟნთან“ ერთად, ყველაზე გამორჩეული ექსპონატი, „იამაჰას“ კონცეპტუალური კუპე „სპორტს რაიდი“ იყო, რომელიც ფორმულა 1-ის ლეგენდარულ ინჟინერ გორდონ მარის კომპანიის მიერაა შემუშავებული. უნდა ითქვას, რომ „იამაჰა“ საავტომობილო მრეწველობაში ჩართული არაა, თუმცა ცალკეულ პროექტებში მონაწილეობს ხოლმე და ასევე ერთხელ ფორმულა 1-ის ძრავების მიმწოდებელიც კი იყო.
ეს კონცეპტუალური ავტომობილი კი მეორე მინიშნებაა იმისა, რომ იაპონური კომპანია ოთხბორბლიანი მანქანების ბიზნესში ჩართვას აპირებს. პირველი ასევე კონცეპტუალური, ოღონდ საქალაქო მინი ავტომობილი „მოტივი“ იყო, რომელიც ასევე გორდონ მარის მიერაა შემუშავებული და თავისი გაბარიტებით „სმარტის“ კალიბრისაა. მარისვე ეკუთვნის რევოლუციური ტექნოლოგიური სიახლე, სახელად „აისტრიმ“, რომლის გამოყენებას ასევე აპირებს „იამაჰა“.
სპორტული ავტომობილი კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ მსუბუქ და ძალიან მტკიცე სტრუქტურაზე აიგება. საერთოდ, მარი სწორედ სიმსუბუქეს ანიჭებს უპირატესობას და ნაკლებად სიმძლავრეს. კუპეს გაბარიტებია: სიგრძე 3900 მილიმეტრი, სიგანე 1720 მილიმეტრი, სიმაღლე 1170 მილიმეტრი. ავტომობილი 750 კილოგრამს იწონის.
ძრავი შუაშია მოთავსებული და უკანა ბორბლებს ატრიალებს. „იამაჰას“ ძრავის მახასიათებლები ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა სავარაუდოდ, პატარა კუპე აღიჭურვება 1.5-ლიტრიანი ტურბო ძრავით, რომლის მონაცემებიც უცნობია. ამ ავტომობილის წინასერიულ ვერსიას 2017 წელს გვიჩვენებენ.

No comments:

Post a Comment