Thursday, November 26, 2015

ფ1-ის კომისიამ ალტერნატიულ ძრავზე უარი თქვა... ჯერჯერობით

F1 commission rejects alternative engine as manufacturers promise solutions
26 ნოემბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) გამოაცხადა, რომ ალტერნატიული ძრავის პროექტს, რომლის ამოქმედებაც 2017 წლიდან უნდა შესულიყო ძალაში, ფორმულა 1-ის კომისიამ მხარი არ დაუჭირა. სამაგიეროდ, ძრავების მწარმოებლებმა პირობა დადეს, რომ ძრავების რეგლამენტთან დაკავშირებით იმსჯელებენ და იმ საკვანძო საკითხებს გადაწყვეტენ, რომლის გამოც, ბერნი ეკლსტოუნს და FIA-ს ალტერნატიული ძრავის მწარმოებლის მოწვევა სურდათ.
მწარმოებლებმა თავიანთი შეთავაზება FIA-ს 15 იანვრამდე უნდა შესთავაზონ. ისინი პირველ შეხვედრას აბუ დაბიში, ამ სეზონის ბოლო რბოლის წინ გამართავენ. FIA-ს მთავარი მოთხოვნა, ძრავების საფასურის შემცირებაა. ასევე უნდა განისაზღვროს მწარმოებლებისთვის კლიენტი გუნდების მინიმალური რაოდენობა. იმ შემთხვევაში, თუ ძრავების მწარმოებელთა შეთავაზება, FIA-ს ძირითად მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, მაშინ ალტერნატიული ძრავის თემა კვლავ წამოიჭრება და ამჯერად ტენდერი აუცილებლად ჩატარდება.
შეიძლება ითქვას, რომ ტოდტმა და ეკლსტოუნმა, ალტერნატიული ძრავის თემით, სასურველ შედეგს მიაღწიეს და მწარმოებლები აგრეგატების ფასების შემცირების განხილვაზე დაითანხმეს. ძირითად საკითხებად, რომლებსაც მწარმოებლები განიხილავენ ოთხი გამოიკვეთა. ესენია:
- მინიმუმალური რიცხვი გუნდებისა, რომლებსაც მწარმოებლები ძრავებით მოამარაგრებენ;
- უნდა შემცირდეს კლიენტი გუნდებისთვის აგრეგატების მიწოდების ფასები;
- უნდა გამარტივდეს ძალური დანადგარების ტექნიკური სპეციფიკაციები;
- უნდა გაძლიერდეს ძრავების ხმა.
მწარმოებლების მიერ შემუშავებული გარანტიები მინიმუმ 2017 წლიდან უნდა ამოქმედდეს, უკიდურეს ვადად კი 2018 წელი განისაზღვრა.

No comments:

Post a Comment