Saturday, November 21, 2015

ფ1-ის ძრავის ტენდერში ორი კომპანიის განაცხადი შევიდა

Ilmor, AER apply for alternative F1 engine tender
21 ნოემბერი
სარბოლო ძრავების შექმნასა და წარმოებაზე სპეციალიზებულმა ორმა კომპანიამ -
„ედვანსედ ენჯაინ რისერჩმა“ (AER) და „ილმორ ენჯინირინგმა“, FIA-ს მიერ გამოცხადებულ, ფ1-ის ალტერნატიული ძრავის შექმნაზე გამოცხადებული ტენდერის კომისიაში განაცხადი შეიტანს. იმავდროულად, ტენდერში მონაწილეობაზე უარი უკვე განაცხადა კომპანია „კოსუორტმა“. FIA-ს სურს, რომ ფ1-ის გუნდებისთვის ალტერნატიული ძრავი 2017 წლიდან იყოს ხელმისაწვდომი.
FIA-ს გეგმა ითვალისწინებს 2.5-ლიტრიანი ძრავის შექმნას, რომლის სიმძლავრეც დაახლოებით 870 ცხენის ძალა იქნება. ამასთან, მის მომხმარებელს არ ექნება კერს-ის ან მისი მსგავსი სისტემის გამოყენების უფლება. პირველ ეტაპზე, კომისია ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიების შესაძლებლობებს შეისწავლის, რის შემდეგაც უშუალოდ ტენდერი ჩატარდება და ერთი კონტრაქტორი შეირჩევა.

მართალია, ძრავის რეგლამენტში ცვლილების შეტანას, ფ1-ის გუნდების მხარდაჭერა ესაჭიროება, მაგრამ თუ ფედერაცია ამას კომისიის უახლოეს შეკრებაზე, რომელიც აბუ დაბიში, ფ1-ის სეზონის ბოლო ეტაპის წინ გაიმართება, სასურველ თანხმობას ვერ მიიღებს, შემდგ მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭოს მიმართავს, სადაც კომისიის უმრავლესობის მხარდაჭერა საჭირო აღარ იქნება. ამის საფუძველს FIA-ს ეგრეთ წოდებული ფორს მაჟორის წესი აძლევს.
კომპანია AER ინგლისშია ბაზირებული და ის GP3 სერიისთვის ძრავის მიმწოდებელია. გარდა ამისა, მონწილეობა აქვს მიღებული GP2-ის სერიის ძრავების ტენდერში, სადაც მას „მეკაქრომმა“ მოუგო. გარდა ამისა, ის აწარმოებს ძრავებს ინდი ლაითის სერიისთვის და LMP1 გუნდების, „რებელიონისა“ და „კოლესის“ პროტოტიპებისათვის. AER-ის დამაარსებელი მაიკ ლანკასტერი ამბობს, რომ ფ1-ის ძრავის დამზადებას, იმ წყვილ ტურბოიანი V6 აგრეგატის (P60) ბაზაზე აპირებს, რომელსაც მისი კლიენტები, გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატში იყენებენ. სხვათა შორის, AER-ის მთავარ ინჟინერ ენდრიუ სონდერსს ფ1-ში მუშაობის სოლიდური გამოცდილება აქვს.
რაც შეეხება „ილმორს“, ის ფ1-ის (და არამხოლოდ ფ1-ის) ძრავების გამოცდილი მწარმოებელია. მისი მფლობელი მარიო ილიენია, რომელიც ამ სეზონში, „რედ ბულმა“ ძრავებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად მიიწვია. ამ ეტაპზე, „ილმორი“ ინდიქარისთვის აწარმოებს V6 ძრავებს და ფ1-ის აგრეგატის ბაზისად, სწორედ მის გამოყენებას აპირებს.

No comments:

Post a Comment