დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, October 21, 2015

„ვოლვო“ WTCC-ს უბრუნდება

Volvo To Enter WTCC In 2016 With 400HP S60 Polestar TC1 Race Car
21 ოქტომბერი
„ვოლვო“ ტურიზმის კლასში ევროპის 1985 წლის ჩემპიონატში თავისი „240 ტურბოს“ გამარჯვებას აღნიშნავს და სწორედ ამ ტრიუმფის იუბილეს დაამთხვია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურიზმის კლასში მსოფლიო ჩემპიონატს (FIA WTCC) უბრუნდება. შვედური კომპანია ამისათვის ორ „S60 პოლსტარს“ ამზადებს, მისი სარბოლო პროგრამა კი მრავალწლიანია და მასში მონაწილეობას, სარბოლო გუნდი „საიან რეისინგი“ მიიღებს.
„ჩვენ FIA-ს სერია WTCC შევარჩიეთ, როგორც ჩვენი გლობალური მოტორსპორტული პლატფორმა, რადგან მასში ჩვენი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას შევძლებთ და იმის საშუალება გვექნება, რომ რბოლების დახმარებით, ისინი ჩვენს გლობალურ მომხმარებელს წარვუდგინოთ. და რაც მთავარია, რბოლებში მონაწილეობით, ჩვენ ამ ტექნოლოგიების მუდმივ სრულყოფას შევძლებთ. ამას კი ისევ მომხმარებლის დასაკმაყოფილებლად გამოვიყენებთ“, - ამბობს „ვოლვოს“ სპორტული ავტომობილების მწარმოებელი შტოს, „პოლსტარის“ მთავარი მმართველი დირექტორი ნილს მოლერი.
„S60 პოლსტარი“ სარბოლო კლას TC1-ის რეგლამენტის შესაბამისად არის შემუშავებული. „პოლსტარის“ მოტორსპორტული შტოს შეფი ალექსანდერ მურჟევსკი შედვინი ამბობს, რომ ამ ავტომობილით, მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას შეძლებს. ცნობისათვის, „საიან რეისინგი“ „პოლსტარის“ ოფიციალური პარტნიორია მოტორსპორტში. ეს პარტნიორობა 1996 წელს დაიწყო და შვედეთის ტურინგის ჩემპიონატის (STCC) ექვსი პირადი და შვიდი გუნდური ტიტულით დაგვირგვინდა. ახლახანს მათ ზედიზედ მესამე დუბლი შეასრულეს.
2011 წელს გუნდმა მონაწილეობა მიიღო WTCC-ზე და ეს სატესტო გამოსვლა იყო. შემდეგ კი ორი სეზონი ავსტრალიის V8 სუპერქარზის სერიაში გაატარა. WTCC-სთვის „პოლსტარ საიან რეისინგს“ მრავალწლიანი პროგრამა აქვს შემუშავებული. ამ ეტაპზე უცნობია იმ პილოტების ვინაობა, რომლებსაც სარბოლო „S60 პოლსტარით“ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს საშუალება ექნებათ.
სარბოლო „S60 პოლსტარი“ აღჭურვილია ვოლვოს ძრავების სერია „დრაივ-E-ს“ ოთხცილინდრიან ტურბო ძრავით, რომელიც 400 ცხენის ძალას იძლევა. ძრავი ახალი შემუშავებულია და გამძლეობაზე სრულფასოვანი ტესტები აქვს გავლილი.

No comments:

Post a Comment