Thursday, October 29, 2015

“ბენტლი EXP 10 სპიდ 6 კონცეპტმა” გერმანიაში დიზაინის ჯილდო მოიგო

Bentley's EXP 10 Speed 6 Concept Wins At German Design Awards
29 ოქტომბერი
“ბენტლი EXP 10 სპიდ 6 კონცეპტს“ აბსოლუტურად არაფერში სჭირდება გერმანიაში დიზაინის კონკურსის მოგება, თუმცა მაინც მოიგო, რადგან სრულიად იმსახურებს ამას. ამის დასტურად, სხვა პრიზებიც აქვს მოგებული, მათ შორის, ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურსზე. მაგრამ ამის მიუხედავად, ბრიტანული კომპანია არ ჩქარობს ამ ავტომობილის წარმოების დაწყებას.
გარეგნულად ამ ავტომობილს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ სწრაფად გახდეს პოპულარული. გერმანიის დიზაინის საბჭომ, თავის კონკურსში, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია მთელს მსოფლიოში, სწორედ ამისთვის მიანიჭა ოქროს ჯილდო. ჟიურის განმარტებაში წერია, რომ „ეს არის უბერებელი სტილი, რომელიც „ბენტლის“ იკონურ სტილს შეესაბამება. ის ესთეტიკურ დინამიზმს გამოსახავს და ამასთან, მის
კონსტრუქციაში ახალი მასალებია გამოყენბული“.
„EXP 10 სპიდ 6-ის დიზაინერებმა, ბრიტანული ლეგენდის ფანტასტიური რეინტერპრეტირება შეძლეს. ეს განსაკუთრებით მაშინ იგრძნობა, როცა ინტერიერს ნახავთ. კარის პანელები არაა დაფარული ტყავით, რომლის მაგივრადაც, მაღალი ხარისხის ხეა გამოყენებული“, - ყვება ჟიურის წევრი იოჰანს ბარკმანი და დასძენს:
„ექსტერიერი პროგრესული, ელეგანტური დიზაინით შთაგაგონებთ. მასში კლასიკური ავტომობილის სტილი მომავალშია გადატანილი. ეს არის უჩვეულოდ მშვენიერი ავტომობილი, რომელშიც ესთეტიურობა, სიზუსტესთან არის შერწყმული. ეს კი „ბენტლისთვის“ არის დამახასიათებელი. უბრალოდ შეუძლებელია ამაზე უკეთესად ავტომობილის დამზადება“.
მოკლედ, „ბენტლიმ“ კიდევ ერთი, ძალიან დადებითი გამოხმაურება მიიღო ავტომობილზე, რომლის მომავალიც ჯერ არ გადაუწყვეტია. მაგრამ გამოჩნდა ერთი ძიერი ფაქტორი, რომელსაც პროექტის შეფერხება შეუძლია. ესაა სკანდალი „დიზელგეიტი“, რომელსაც „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის ფულადი რესურსების შთანთქმა შეუძლია. ამის გარეშე კი „EXP 10 სპიდ 6“ ბაზარზე ვერ გამოვა...

No comments:

Post a Comment