Thursday, October 29, 2015

„სუზუკიმ“ ტოკიოში თავისი ახალი ტურბო ძრავი წარადგინა

Suzuki Shows Turbo Engine in Tokyo, Should We Prepare for a New Era?
29 ოქტომბერი
ტოკიოს მოტორ შოუზე, „სუზუკიმ“ თავისი ახალი ტურბო ძრავი წარადგინა, თუმცა არ დაუზუსტებია, აპირებს თუ არა მის წარმოებას და თუ აპირებს, როდის დაიწყებს მის გამოყენებას თავის მოდელებზე. ამ ტიპის ძრავი (600 კუბ სმ) იაპონურმა კომპანიამ პირველად კონცეპტუალურ მოტოციკლ „რიკურშნზე“ გამოიყენა 2013 წელს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ახალი ძრავის კოდური სახელწოდებაა EX7 და ის 100 ცხენის ძალას (8000 ბრ/წთ-ზე) და 100 ნიუტონმეტრს (4500 ბრ/წთ-ზე) ავითარებს. ძრავი საწვავის დაბალი ხარჯით და გამონაბოლქვში მავნე მინარევების მცირე შემცველობითაც გამოირჩევა. ის შესანიშნავი აგრეგატი იქნება „სუზუკის“ მცირეგაბარიტიანი ავტომობილებისთვის. უფრო მეტიც, ამ ეს აგრეგატი მისწრება უნდა იყოს პლაგ-ინ ჰიბრიდული აგრეგატებისთვის, რომლებსაც იაპონური კომპანია მომავალში შეიმუშავებს.
და მაინც, ეს ძრავი უპირველესად მოტოციკლებისთვისაა განკუთვნილი, რაზეც მისი შედარებით დაბალი მაბრუნი მომენტი მიგვანიშნებს. უფრო მეტიც, ისეთი მოტოციკლებისთვის, რომლებიც მცირე წონითაა გამორჩეული. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ლაპარაკია არა ფოლადის ჩარჩოიან (დაახლოებით 200 კილოგრამის ფარგლებში), არამედ ალუმინის ჩარჩოიან, შედარებით მსუბუქ (150-160 კგ) მოტოციკლებზე, რადგან ზედმეტ წონას ტურბინით ძრავისთვის მინიჭებული უპირატესობის განულება შეუძლია.

No comments:

Post a Comment