Monday, October 5, 2015

„რეინჯ როვერ ევოუკ კაბრიო“ თავის შესაძლებლობებს გვიჩვენებს

Watch Range Rover Evoque Convertible Dive Into The Water To Show Its Off-Road Abilities
5 ოქტომბერი
ერთი თვეც არაა დარჩენილი „რეინჯ როვერ ევოუკის“ ღია ვერსიის, „ევოუკ კაბრიოს“ პრემიერამდე. „ლენდ როვერმა“ უკვე დაიწყო მისი სარეკლამო კამპანია, რომლის პირველ ეტაპზეც, ლონდონის ქუჩებში, ამ ავტომობილის ორიგინალური წარდგენა მოაწყო. ამის პარალელურად კი, ვიდეო ტიზერი გაავრცელა, რომლითაც თავისი სიახლის შესაძლებლობებს გვაცნობს.
„ევოუკის“ ღია ვერსია, სტანდარტული მოდელის პლატფორმაზეა აგებული. თუმცა, კაბრიოლეტი მაინც უფრო მძიმეა, რადგან მყარი სახურავის არქონის გამო, მისი სტრუქტურა გასაძლიერებელი გახდა. გამყარდა ავტომობილის ძირი, წინა საყრდენები კი უფრო სქელია, რათა გადაყირავების შემთხვევაში, სალონი ძლიერი დეფორმაციისგან დაიცვას.
ახალი ავტომობილი მოხსენიებულია, როგორც მსოფლიოში პირველი უგზოობის კაბრიოლეტი. მართალია, ამ ტიპის ავტომობილი „ნისანმა“ უფრო ადრე დაამზადა „მურანო ქროს კაბრიოლეტის“ სახით, მაგრამ ის ავტომობილი მეტისმეტად წარუმატებელი იყო და სწრაფადვე მოიხსნა წარმოებიდან. ბრიტანული კომპანია, კონკურენტის კრახმა ვერ შეაშინა, რის საფუძველსაც მას კლიენტურის ლოიალობა აძლევს.
გარდა ამისა, „ლენდ როვერმა“ „ევოუკ კაბრიოს“ შემუშავებისას, უახლესი ტექნოლოგიები გამოიყენა. ამ ავტომობილის კიდევ ერთი დადებითი მხარეა მისი უახლესი, სერია ინჯენიუმის ძრავების სერია, რომლებიც „ევოუკ კაბრიოს“ გამოსვლის მომენტში, სრულად ჩაანაცვლებენ დიზელის 2.2-ლიტრიან აგრეგატს. მათი სიმძლავრე 163-დან 180 ცხენის ძალამდეა. გარდა ამისა, ძრავების გამაში, მაღალი სიმძლავრის ბენზინის ძრავიც შევა.
ძრავთან წყვილში 9-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი იმუშავებს, რაც არამხოლოდ საწვავის ეკონომიურად მოხმარებას შეუწყობს ხელს, არამედ რთულ გზებზე გადაადგილებისას, დაბალი გადაცემით, სტაბილურ მოძრაობასაც უწყობს ხელს. ეს განსაკუთრებით გამოსადეგია მაშინ, როცა ავტომობილი აღმართზე, უსწორმასწორო გზაზე მოძრაობს.
„ლენდ როვერი“ მოდელ „რეინჯ როვერ ევოუკ კაბრიოს“ მსოფლიო პრემიერას ლოს ანჯელესის ავტო შოუზე, ნოემბერში გამართავს.

ვიდეო

No comments:

Post a Comment