Saturday, October 31, 2015

„ფორდის“ ისტორიაში ყველაზე წარმატებული კვარტალი

Ford posts highest-ever N.A. profit as global earnings double
31 ოქტომბერი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალი, მისთვის არნახულად წარმატებული იყო ჩრდილოამერიკულ ბაზარზე. ამასთან, ცისფერმა ოვალმა გლობალურ ბაზარზე მოგება გააორმაგა. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ გაყიდვების ტემპი აკრიფა პოპულარულ პიკაპ F-150-ის უახლესმა თაობამ და სხვა მომგებიანმა მოდელებმა.
ჩრდილოამერიკულ ბაზარზე მოგებამ გადასახადების გადახდამდე, 2.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ცისფერი ოვალის ისტორიაში, საუკეთესო კვარტალური მაჩვენებელია. სუფთა მოგებამ 1.9 მილიარდ დოლარს მიაღწია. შედარებისთვის, შარშან მესამე კვარტალში მოგება „მხოლოდ“ 833 მილიონი დოლარი იყო. ჩრდილოეთ ამერიკაში საოპერაციო მარჟამ 11.3 პროცენტი შეადგინა. შედარებისთვის, შარშან მესამე კვარტალში იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 7.1 პროცენტი იყო.
გაუმჯობესებულია შემოსავლის მაჩვენებლებიც. მესამე კვარტალში „ფორდმა“ 38.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 9.0 პროცენტით მეტია. მსოფლიო ბაზარზე გაყიდვების მაჩვენებლით, ცისფერ ოვალს 7.6 პროცენტი ეკუთვნის. ამერიკის ბაზარზე „ფორდის“ გაყიდვები მესამე კვარტალში 11.0 პროცენტით არის გაზრდილი. შედარებისთვის, წინა კვარტალში ზრდამ მხოლოდ 6.2 პროცენტი შეადგინა. წლის პირველ ნხევარში კი ზრდა მხოლოდ 1.8 პროცენტი იყო.

No comments:

Post a Comment