დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, October 4, 2015

ლატვალამ კორსიკის რალი მოიგო

Rallying-Latvala claims third win of the season in Corsica
4 ოქტომბერი
რალის მსოფლიო ჩემპიონტი დასასრულს მიუახლოვდა. კუნძულ კორსიკაზე მე-1 ეტაპი - საფრანგეთის რალი გაიმართა, რომელზეც ფინელმა იარი-მატი ლატვალამ გაიმარჯვა. ეს ამ სეზონში მისი მესამე გამარჯვებაა. სებასტიან ოჟიემ კი ამჯერად ათეულში შესვლაც ვერ შეძლო. თუმცა ეს არც სჭირდებოდა, რადგან ავსტრალიაში უკვე გაინაღდა ზედიზედ მესამე ტიტული.
ლატვალამ, ვისაც ამ სეზონში ასევე პორტუგალიის და ფინეთის რალი აქვს მოგებული, 43.1 წამით აჯობა მეორეზე გასულ უელსელ ელფინ ევანსს, რომელსაც თავის მხრივ, სამ წამზე ნაკლებით ჩამორჩა ლატვალას ნორვეგიელი თანაგუნდელი ანდრეას მიკელსენი. აღსანიშნავია, რომ ლატვალამ საფრანგეთის რალი შარშანაც მოიგო, ოღონდ მაშინ რბოლა ალსაკეს რეგიონში ჩატარდა.
„შესანიშნავი უიკენდი გვქონდა. არცერთი მომენტი არ ყოფილა ისეთი, რომ ზღვარზე მევლოს. რთულ პირობებში ასპარეზობა გვიწევდა და სიფრთხილე იყო საჭირო“, - განაცხადა ლატვალამ, ვინც მარკუს ალენის შემდეგ პირველი ფინელი მრბოლია, რომელმაც კორსიკის გზებზე გამარჯვება შეძლო. ალენმა გამარჯვებას 1984 წელს მიაღწია.
გამარჯვებისთვის ბრძლას ოჟიე პარასკევსვე გამოეთიშა, რადგან ერთ-ერთი სპეცმონაკვეთის დასრულება ვერ შეძლო. ამისთვის ის 10 წუთით დააჯარიმეს. თუმცა რბოლა გააგრძელა და სუპერ სპეცმონაკვეთზე უსწრაფესიც იყო.
რბოლის შემდეგ, „ფოლკსვაგენის“ გუნდის შეფმა ჯოსტ კაპიტომ განაცხადა, რომ დიზელის ძრავებთან დაკავშირებული სკანდალი, გერმანული კომპანიის რალის პროგრამას ვერ შეაფერხებს და გუნდი მომავალ სეზონშიც გააგრძელებს გამოსვლას. მისი თქმით, პროექტი 2019 წლის ჩათვლით გაგრძელდება.

კორსიკის რალის შედეგები
1. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი)         2:39:46.700
2. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, ფორდი)                          +00:43.100
3. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი)       00:46.300
4. კრის მიკი (ბრიტანეთი, სიტროენი)                            01:33.400
5. ჰეიდენ პადონი (ახ.ზელანდია, ჰიუნდაი)                01:53.600
6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სიტროენი)                     01:59.800
7. დანიელ სორდო (ესპანეთი, ჰიუნდაი)                       02:10.400
8. ბრაიან ბუფიე (საფრანგეთი, ფორდი)                         02:12.800
9. სტეფან სარაზენი (საფრანგეთი, ფორდი)                  02:39.300
10. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი)                              03:43.000

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) – 238 ქულა; 2. იარი-მატი ლატვალა - 160; 3. ანდრეას მიკელსენი - 126; 4. მადს ოსტბერგი - 98; 5. ტიერი ნოივილი (ბელგა, ჰიუნდაი) - 86; 6. კრის მიკი - 83; 7. ელფინ ევანსი - 81; 8. ჰეიდენ პადონი - 66; 9. ოტ ტაენაკი - 63; 10. დანიელ სორდო - 62...

გუნდური კლასიფიკაცია

1. ფოლკსვაგენ მოტორშპორტი - 369 ქულა; 2. სიტროენ ტოტალ WRT - 184; 3. ჰიუნდაი შელ WRT - 183; 4. M-სპორტ ფორდ WRT - 170; 5. ფოლკსვაგენ მოტორშპორტ II - 91; 6. ჰიუნდაი მოტორსპორტ N - 59; 7. ჯიპოქარ ჩეხ ნეიშნლ ტიმ - 45; 8. FWRT - 9

No comments:

Post a Comment