Suzuki Ignis Trail concept to be shown at Tokyo
Motor Show
3 ოქტომბერი
კიდევ ერთი ახალი ავტომობილი, რომელსაც „სუზუკი“
ტოკიოს მოტორ შოუზე წარადგენს, უახლეს სუბკომპაქტურ ქროსოვერ „იგნისის“ კონცეპტუალური
ვერსია, „იგნის ტრეილია“, რომლის შესახებაც პირველი ინფორმაცია და ფოტოები,
იაპონურმა კომპანიამ პრემიერამდე ერთი თვით ადრე გამოაქვეყნა. ეს ავტომობილი,
საბაზო „იგნისისგან“, უგზოობისუფრო გამოკვეთილი თვისებებით არის გამორჩეული.
„სუზკი“ მიერ გამოქვეყნებულ რელიზში წერია, რომ
კონცეპტუალური „იგნის ტრეილი“, საქალაქო მინი ქროსოვერ „იგნისის“ ვერსიაა,
რომელსაც უგზოობის ავტომობილისთვის დამახასიათებელი, უფრო ხაზგასმული თვისებები და
იერი აქვს. ამაში მას უფრო დიდი დიამეტრის ბორბლები, სახურავის სამაგრები, წინა ნაწილის
კონტრასტული გაფორმება და სხვა მცირე დეტალები ეხმარება. გარდა ამისა, ამ
ავტომობილს ჩვეულებრივი „იგნისისგან“ შავი ფერის სახურავიც გამოარჩევს.
ინტერიერში ყურადღებას იქცევს შავ და თეთრ ფერებში
გამოწყობილი წინა პანელი და მაჩვენებლების დაფა. ამ ფერებთან სასიამოვნო კონტრასტს
ქმნის ფორთოხლისფერი დეტალები ცენტრალურ გვირაბსა და კარის სახელურებზე. სავარძლები
და საჭის რგოლი კი მხოლოდ თეთრის და შავის კომბინაციაშია გამოწყობილი. სამწკირიანი
საჭის რგოლი მრავალფუნქციურია. ცენტრალური კონსოლის ზედა ნაწილში სენსორული ეკრანი
მოთავსდა.
გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონცეპტი „იგნის ტრეილი“
იმავე 1.2-ლიტრიანი დუალჯეტ ბენზინის ძრავით და საშუალო ჰიბრიდული სისტემით
აღიჭურვება, რომლითაც სერიული „იგნისი“. ძრავთან წყვილში უსაფეხურო ვარიატორი
იმუშავებს. ორივე ავტომობილი სტანდარტული შესრულებით წინა ამძრავიანია, თუმცა
ოპციის სახით, მყიდველს სრულ ამძრავიან ტრანსმისიასაც შესთავაზებენ.
No comments:
Post a Comment