Porsche confirms date for Montoya LMP1 test
21 ოქტომბერი
„პორშემ“ გამოაცხადა, რომ გამძლეობაზე რბოლების
მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ეტაპის შემდეგ, რომელიც ბაჰრეინში გაიმართება, იქვე მის
სარბოლო პროტოტიპზე (919 ჰაიბრიდზე) ტესტებს გაივლის ხუან პაბლო მონტოია. ინდი
500-ის გამარჯვებულს და ფ1-ის ყოფილ პილოტს, მის კარიერაში პირველად მიეცემა LMP1
ტიპის მანქანის პილოტირების საშუალება. ეს 22 ნოემბერს მოხდება.
„პორშეს“ გუნდის მენეჯერი ანდრეას ზიდლი კარგად იცნობს
კოლუმბიელ პილოტს, ვისთან მუშაობაც მაშინ მოუწია, როცა მონტოიამ სამი სეზონი
გაატარა „უილიამსის“ ფორმულა 1-ის გუნდში. მაშინ ზიდლი „ბეემვეს“ ინჟინერთა ჯგუფს
ხელმძღვანელობდა, რომლებსაც ბრიტანული გუნდში, ბავარიული ძრავების მომსახურება
ევალებოდათ. სხვათა შორის, იმ ჯგუფიდან ბევრი ამჟამად „პორშეში“ მუშაობს.
„პორშეს“ სურს, რომ ლე მანის რბოლისთვის, შემცვლელი
უპოვნოს ამ რბოლის წლევანდელ გამარჯვებულ ნიკო ჰულკენბერგს, რომელიც მომავალ სეზონში
ამ ტიტულის დაცვას იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ შეძლებს, რომ ლე მანის რბოლა,
ფ1-ის ბაქოს ეტაპს ემთხვევა. თუმცა, ფ1-ის კალენდარი ჯერაც წინასწარია და არაა
გამორიცხული, რომ მის საბოლოო ვარიანტში, თარიღების გადანაცვლება მოხდეს.
იმავდროულად, „პორშე“ აცხადებს, რომ უკლებლივ შეინარჩუნებს
იმ ექვს პილოტს, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობენ.
რაც შეეხებათ ბრიტანელ ნიკ ტანდის და ახალზელანდიელ
ერლ ბამბერს, რომლებმაც ლე მანი ჰულკენბერგთან ერთად მოიგეს, ისინც „პორშეში“
მესამე ეკიპაჟის წევრებად დარჩებიან, რომელიც ისევ ლე მანზე და სპაზე იასპარეზებს.
და თუ ჰულკენბერგს არ მიეცემა სპაზე და ლეგენდარულ რბოლებში მონაწილეობის
საშუალება, მონტოიას მისი შეცვლის შანსი აქვს. უფრო მეტიც, არაოფიციალური
ინფორმაციით, „პორშეს“ სურს, რომ მონტოიამ მისი პროტოტიპით, 2017 წელს მსოფლიო
ჩემპიონატის ყველა ეტაპზე მიიღოს მონაწილეობა.
No comments:
Post a Comment