Monday, October 19, 2015

„რენო“ ოსტინის რბოლისთვის გაუმჯობესებულ ძრავს ამზადებს

Renault makes upgraded F1 engine available for United States GP
19 ოქტომბერი
ფორმულა 1-ის აშშ-ის დიდი პრიზისთვის, „რენო“ თავისი აგრეგატის გაუმჯობესებულ ვარიანტს ამზადებს და არაა გამორიცხული, რომ ეს აგრეგატები „რედ ბულმა“ ოსტინშივე გამოიყენოს. მაგრამ ავსტრიულ გუნდს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, გამოიყენოს თუ არა ეს ძრავი. ამის მიზეზი ისაა, რომ ხარებს ძრავების ლიმიტი ორივე ბოლიდზე ამოწურული აქვთ. „რენო“ და „რედ ბული“ ერთობლივად გადაწყვეტენ, გამოიყენონ თუ არა ახალი სპეციფიკაციის ძრავები ამერიკაში.
დღეის მდგომარეობით, ფრანგულ კომპანიას აგრეგატის სრულყოფის პროცესი არ დაუსრულებია. მის ხელთ ჯერ კიდევ 12 პირობითი ქულა, ტოკენია და სავარაუდოდ, სეზონის დასრულებამდე, მათ ბოლომდე ათვისებას ვერ მოასწრებს. ეს კი ცოტა უცნაურია, რადგან ყველა ტოკენის გამოყენებით, „რენო“ მომავალი სეზონისთვის, რომელშიც ასპარეზს თავისი გუნდით დაუბრუნდება, უკეთეს ბაზისს შეიქმნის.
სხვათა შორის, „რენომ“ სოჭის ეტაპისთვისაც ახალი სპეციფიკაციის ძრავი მიაწოდა „რედ ბულს“. ფრანგული კომპანია ამავე ძრავს, უახლეს აგრეგატთან ერთად, ოსტინშიც წაიღებს. ამასთან, ახლავე ცნობილი, რომ უახლესი აგრეგატი „ტორო როსოსთვის“ არაა განკუთვნილი. საინტერესოა, რომ იტალიური საჯინიბო მომავალ სეზონში, „ფერარის“ წლევანდელი აგრეგატის გამოყენებას აპირებს.
ცნობილია, რომ ახალი სპეციფიკაციის აგრეგატის შემუშავებისას, „რენოს“ ინჟინრებმა, მისი შიდაწვის ძრავის სრულყოფაზე გააკეთეს. ასევე განახლდა ტურბო კომპრესორი. ყველა სამუშაო, მომავალი სეზონისთვის მზადების პროგრამის ფარგლებში შესრულდა. ახალი სპეციფიკაციის ძრავმა სრულფასოვანი ტესტები გაიარა დინამომეტრულ სტენდზე. ფრანგული კომპანია მასზე დიდ იმედებს ამყარებს და თვლის, რომ მას დიდი პოტენციალი გააჩნია. ამ ეტაპზევე, ეს ძრავი სოლიდური სიმძლავრით და გამძლეობით გამოირჩევა.
მიუხედავად იმისა, რომ „რედ ბულმა“ „რენოსთან“ არსებული კონტრაქტი ნაადრევად დაარღვია, მათ შორის მოლაპარაკება მაინც მიმდინარეობს, რადგან ხარებს ძრავების გარეშე დარჩენის საშიშროება აქვთ. მათთვის ახალი აგრეგატის მიწოდებაზე უარი „მერსედესმა“ და „ფერარიმ“ განაცხადეს. „ჰონდას“ კი „მაკლარენის“ გარდა, სხვა გუნდთან მუშაობა ამ ეტაპზე არ სურს.

No comments:

Post a Comment