Tuesday, October 20, 2015

უიშვიათესი „ფერარი“ იბეიზე 9.0 მილიონ დოლარად იყიდება

$9 Million One-Of-Three Ferrari Thomassima Customs For Sale On eBay
20 ოქტომბერი
ასეთი იშვიათი ეგზემპლარები ღია ბაზარზე იშვიათად ჩნდება ხოლმე. მათ მეტწილად აუქციონებზე ჰყიდიან და ავტოკოლექციონერები მათში არაერთ მილიონს იხდიან. ასეთ ავტომობილებს შორისაც, ერთ-ერთი გამორჩეული, „ფერარი ტომასიმაა“, რომელიც იტალიური კომპანიის კალიფორნიელი თაყვანსმცემლის შეკვეთით, 1967 წელს დამზადდა და რომელიც საზოგადოების წინაშე, პირველად პებლ ბიჩის 1968 წლის ელეგანტურობის კონკურსზე წარდგა.

ამ ავტომობილის უცნაურობა იმაშიცაა, რომ ის „კუპერ კლაიმექსის“ ფორმულა 1-ის 1957 წლის ბოლიდის შასის ელემენტებზეა აგებული და „ფერარი 250-ის“ V12 ძრავითაა აღჭურვილი. რაც შეეხება ძარას, ის „ფერარისა“ და „ალფა რომეოს“ სარბოლო ავტომობილების შთაგონებით შეიქმნა. ის ძარების მწარმოებელ ტომ მიდის მიერაა დამზადებული.
ასეთი ავტომობილი მხოლოდ სამი ცალი დამზადდა. პირველი ეგზემპლარი წყალდიდობამ გაანადგურა, მესამე კი „ფერარის“ მარანელოს მუზეუმს ამშვენებს. იბეიზე გასაყიდად მეორე ეგზემპლარია გამოტანილი. ის 1970 წელს გაუჩინარდა, შარშან კი ისევ გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ხანგრძლივი (შვიდწლიანი) რესტავრაციის კურსი ჩაუტარდა. გაყიდვის რელიზში აღნიშნულია, რომ ავტომობილი შესანიშნავად გამოიყურება და სამუშაო მდგომარეობაშია.

No comments:

Post a Comment