დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, October 21, 2015

„ფორდი“ ახალ პროტოტიპებზე 3D ნაბეჭდ დეტალებს იყენებს

Ford Shows How It 3D Prints Prototype Parts For Its New Models
21 ოქტომბერი
სამგანზომილებიანი ბეჭდვის ტექნოლოგია თანდათან მკვიდრდება ავტო ინდუსტრიაში და ამ მიმართულებით, ერთ-ერთი მოწინავე კომპანია „ფორდია“. ამერიკული კომპანია 3D ბეჭდვას სულ უფრო ხშირად და ინტენსიურად იყენებს, როცა ახალი ავტომობილის შექმნაზე მუშაობს. სხვათა შორის, ასე იყო სუპერ ავტომობილ GT-ს შემუშავების დროსაც.
სამგანზომილებიან პრინტერზე დეტალების ამობეჭდვის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მცირდება სატესტო პროტოტიპის შემუშავების დრო და შესაბამისად, ღირებულებაც. რაც ასევე მნიშვნელოვანია, სიახლე უფრო სწრაფად გამოდის ბაზარზე. ცისფერი ოვალი ამბობს, რომ ასეთი პრინტერის გამოყენებით, ახალი დეტალის დამზადება სულ რამდენიმე საათში შეიძლება. ასევე ამ დეტალების მოდიფიცირებასაც ნაკლები დრო სჭირდება.
მაგალითად, სუპერქარ GT-სთვის, ლაზერულ სამგანზომილებიან პრინტერზე დამზადდა ფ1-ის სტილის საჭის რგოლი, რომელზეც კონტროლის და მართვის სისტემებია ინტეგრირებული. მსგავსი ტექნოლოგიით დამზადდა ტრანსმისიის საფეხურების შესაცვლელი ბერკეტები, რომლებიც საჭის რგოლთან განთავსდა. ამავე ტიპის პრინტერზე „დაიბეჭდა“ იმ ორი კარის კონსტრუქციის მსუბუქი კომპონენტები. GT-ს სარბოლო ვერსიის სერია ეკობუსტის სარბოლო ძრავის შემშვები კოლექტორიც ლაზერის პრინტერზე დამზადდა.
GT ერთადერთი ავტომობილი არაა, რომელსაც ახალი ტექნოლოგიით დამზადებული დეტალები აქვს. 3D პრინტერით დამზადდა „ვინიალეს“ რადიატორის ცხაურის ნაწილი, მისი ალუმინის არშია, კარის დეტალები და სხვა. გარდა ამისა, დიზაინერებმა იგივე ტექნოლოგიით, ნილონსგან დაამზადეს ექსტერიერის და ინტერიერის დეტალები.
საინტერესო ინფორმაცია: „ფორდმა“ სამგანზომილებიანი საბეჭდი მანქანა პირველად ჯერ კიდევ 1988 წელს შეიძინა (იმ დროს, მთელს მსოფლიოში მხოლოდ სამი ასეთი მანქანა არსებობდა) და მას შემდეგ, მსგავსი ტიპის დანადგარებზე, 500 000 დეტალზე მეტი აქვს დამზადებული.

No comments:

Post a Comment