Dennis: F1 testing restrictions don't save money
5 ოქტომბერი
„მაკლარენის“ შეფი რონ დენისი ირწმუნება, რომ ფორმულა
ერთში ტესტების შეზღუდვის წესი შესაცვლელია, რადგან ის აფერხებს პროგრესს და გუნდების
დანახარჯების შემცირებას პრაქტიკულად არ უწყობს ხელს. პროგრესისთვის ხელის შეშლა
განსაკუთრებით, ამ სეზონში მისი გუნდის და პარტნიორი „ჰონდას“ ასპარეზობაზე
აისახება უარყოფითად.
ყველაზე მეტად, ის უკმაყოფილოა იმით, რომ ტესტების შეზღუდვის
გამო, მანქანის გამოცდები დინამომეტრულ სტენდსა და კომპიუტერულ სიმულატორებზე
ტარდბა, რაც დაუსრულებელი პროცესია. დენისი ირწმუნება, რომ ყველა წესი, რომლებიც
ფასის შემცირებისთვისაა შემოღებული, პირიქით, ფასის გაზრდას უწყობს ხელს.
„მე მინდა ტესტები ტრეკზე და კმაყოფილი ვიქნები, თუ
აეროდინამიკურ მილში მუშაობის თავისუფლება გვექნება. ასევე ძალიან კარგი იქნება,
თუ შეზღუდვები CFD პროექტირებასა და ტესტებშიც მოიხსნება, რადგან როცა კონკურენტუნარიანი
არ ხარ, კომპიუტერი განითარებაში ძალიან გეხმარება. მაგრამ ამ ყველაფერს
რეგლამენტი უკიდურესად ზღუდავს“, - სწუხს დენისი.
მის მოსაზრებას სრულად იზიარებს მსოფლიოს ორგზის
ჩემპიონი ფერნანდო ალონსო, რომელსაც არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება იმის
გამო, რომ თანამედროვე ფ1-ში, სეზონის მსვლელობისას განვითარება პრაქტიკულად
შეუძლებელია. მაგალითად, უნგრეთში მან განაცხადა, რომ ახლანდელი მანქანები
გადატვირთულია სენსორებით, რაც მათს კონსტრუქციას ართულებს. არადა, ამ სენსორების
და ელექტრონიკის დანიშნულება, პილოტებისთვის საქმის გაადვილება უნდა იყოს.
„მთელი
სეზონის განმავლობაში, ხელები შებორკილი გვაქვს. და ამიტომ, ხერესსა და ბარსელონაში
ტესტებზე გამოსვლა, რაღაცით ჰაერში აგდებულ ჟეტონს მაგონებს. თუ წინასასეზონო ტესტების
დროს, კარგ შედეგებს უჩვენებ, ესე იგი, მთელი სეზონის განმავლობაშიც ასე იქნება.
თუ პირიქითაა, მაშინ ცუდი სეზონი გექნება, რადგან მისი მსვლელობისას, განვითარება
შეუძლებელია“, - ამბობს „მაკლარენის“ პილოტი.
No comments:
Post a Comment