Wednesday, October 14, 2015

ფ1-ის გუნდებმა სამი გამოსაბოლქვის გამოყენების უფლება მიიღეს

F1 teams given triple exhaust option
14 ოქტომბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მსოფლიო მოტორსპორტის საბჭოს გადაწყვეტილებით, მომავალ სეზონში ფორმულა ერთის გუნდებს, სამი გამოსაბოლქვი მილის გამოყენების უფლება მიეცემათ. მთავარი მიზანი, ბოლიდების ხმის გაძლიერებაა, რისთვისაც აუცილებელი ხდება ჭარბი გამონაბოლქვი აირის ცალკე მილით გამოშვება. ძრავს ასეთი მინიმუმ ორი მილი უნდა ჰქონდეს, გუნდის და ძრავების მიმწოდებლის სურვილის შემთხვევაში კი, ჭარბი აირის გამომშვები ორი მილის გამოყენებაც ნაბადართულია.
ტექნიკური რეგლამენტის ახალი 5.8.2 მუხლის მიხედვით, შიდაწვის ძრავს უნდა ჰქონდეს ტურბინიდან გამომავალი მხოლოდ ერთი გამოსაბოლქვი და ერთი ან ორი მილი, რომელიც ჭარბ გამონაბოლქვ აირს გამოუშვებს. სამივედან აირი უკან უნდა გამოდიოდეს. და მათ შორის არანაირი კავშირი არ უნდა არსებობდეს. ამასთან, FIA-მ რეგლამენტში შეიტანა პუნქტი, რომელიც გამოსაბოლქვი მილების განლაგებას განსაზღვრავს. ეს იმისთვის, რომ გუნდებმა ეგრეთ წოდებული ჩასაბერი დიფუზორების გამოყენება ვერ შეძლონ. თუმცა, უკვე არსებობს ალბათობა იმისა, რომ ასეთი დიფუზორები ისევ გამოჩნდება ბოლიდებზე.
გარდა ამისა, ძრავების მწარმოებლებს არ ექნებათ უფლება, თავიანთ პარტნიორებს ძველი მოდიფიკაციის აგრეგატები მიაწოდონ. როგორც ცნობილია, „ფერარიმ“ „რედ ბულს“ ის ძრავი შესთავაზა, რომელსაც ამ სეზონში იყენებს. ყველა ძრავი იმ სპეციფიკაციას უნდა შეესაბამებოდეს, რომელსაც მწარმოებლები FIA-ს მომავალი სეზონის დაწყებამდე, 28 თებერვალს წარუდგენენ. წლევანდელი სეზონისგან განსხვავებით, ძრავების მოდიფიცირება ნებადართული აღარ იქნება. თუმცა გამონკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებელი აგრეგატის გამძლეობის, უსაფრთხოების და ეკონომიურობის გაუმჯობესებას მოისურვებს.

No comments:

Post a Comment