Motor racing-F1 tweaks 2016 calendar with
Australia brought forward
1 ოქტომბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA)
მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭომ, ფორმულა 1-ის 2016 წლის სეზონის კალენდრის საბოლოო
ვერსია დაამტკიცა. როგორც მოსალოდნელი იყო, მასში რეკორდულად ბევრი, 21 ეტაპია შეტანლი.
ოღონდ, კალენდრის პირვანდელი ვერსიისგან განსხვავებით, საბოლოო ვერსიით, სეზონი ორი
კვირით ადრე, 20 მარტს დაიწყება.
3 აპრილს, ავსტრალიის ეტაპის ნაცვლად, ბაჰრეინის
რბოლა ჩატარდება, რომელიც კვლავ მეორე ეტაპი იქნება. სეზონის დასაწყისი უფრო
ადრეულ თარიღზე რომ არ გადმონაცვლებულიყო, ეს 1988 წლის შემდეგ, სეზონის ყველაზე
გვიანი დასაწყისი იქნებოდა. თავის მხრივ, ბაჰრეინის ძველ თარიღზე (17 აპრილი), ჩინეთის
დიდმა პრიზმა გადაინაცვლა.
შეიცვალა ევროპის დიდი პრიზის გამართვის თარიღიც,
რომელსაც ბაქო უმასპინძლებს. 17 ივლისის ნაცვლად, ის 19 ივნისს გაიმართება. ანუ, კანადური
ეტაპიდან სულ ერთ კვირაში. რაც მთავარია, ბაქოს რბოლა ლე მანის 24-საათიანი რბოლის
თარიღს დაემთხვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფ1-ის პილოტებს, ლე მანზე ასპარეზობის
საშუალება აღარ მიეცემათ. ანუ, ნიკო ჰულკენბერგი ვერ შეძლებს ტიტულის დასაცავად
ბრძოლას. FIA-მ პირობა დადო, რომ ბაქოს რბოლის დასაწყისი, ლე მანის რბოლის
დასასრულს არ დაემთხვევა.
ბრიტანეთის დიდმა პრიზმა, 10 ივლისიდან 26 ივნისს
გადაინაცვლა და ის ავსტრიული ეტაპის შემდეგ ჩატარდება. უნგრეთმა კი ადგილი გერმანიას
გაუცვალა. ჰოკენჰაიმზე რბოლა 31 ივლისს ჩატარდება, ერთი კვირით ადრე კი დიდი
პრიზების ქარავანი ბუდაპეშტს ეწვევა. აგვისტო კვლავ უქმე თვე იქნება.
ერთმანეთის მიყოლებით გაიმართება სინგაპურის,
მალაიზიის და იაპონიის ეტაპები. შეგახსენებთ, რომ სეპანგზე რბოლები გაზაფხულზე
იმართებოდა ხოლმე. სხვათა შორის, ამ ტრეკზე ერთი კვირის ინტერვალით ჩატარდება
ფ1-ის და მოტო GP-ს რბოლები.
ფორმულა 1-ის 2016 წლის სეზონის კალენდარი
20 მარტი - ავსტრალია (მელბურნი)
3 აპრილი - ბაჰრეინი (სახირი)
17 აპრილი - ჩინეთი (შანჰაი)
1 მაისი - რუსეთი (სოჭი)
15 მაისი - ესპანეთი (ბარსელონა)
29 მაისი - მონაკო (მონტე კარლო)
12 ივნისი - კანადა (მონრეალი)
19 ივნისი - აზერბაიჯანი (ბაქო)
3 ივლისი - ავსტრია (შპილბერგი)
10 ივლისი - ბრიტანეთი (სილვერსტოუნი)
24 ივლისი - უნგრეთი (ბუდაპეშტი)
31 ივლისი -
გერმანია (ჰოკენჰაიმი)
28 აგვისტო - ბელგია (სპა-ფრანკორშანი)
4 სექტემბერი - იტალია (მონცა)
18 სექტემბერი - სინგაპური (სინგაპური)
2 ოქტომბერი - მალაიზია (სეპანგი)
9 ოქტომბერი - იაპონია (სუზუკა)
23 ოქტომბერი - აშშ (ოსტინი)
6 ნოემბერი - მექსიკა (მეხიკო სიტი)
13 ნოემბერი - ბრაზილია (სან პაულუ)
27 ნოემბერი - აბუ დაბი (აბუ დაბი)
No comments:
Post a Comment