Friday, September 4, 2015

ჰამილტონი მონცაზეც ბატონობს

Motor racing-Hamilton fastest as Mercedes have a blast at Monza
4 სექტემბერი
ლუის ჰამილტონი თავის თანგუნდელ ნიკო როსბერგს უკვე თავისუფალი პრაქტიკების დროსაც აღარ უთმობს პირველობას. მან მონცაზეც ორივეჯერ დაჩრდილა გერმანელი მრბოლი, თუმცა მეორე, უფრო სწრაფი სესიის ბოლოს, მათ შორის სხვაობა მხოლოდ 0.021 წამი იყო. დანარჩენებს კი ისევ მათი გამონაბოლქვის სუნთვა უწევთ.
„მერსედესის“ პილოტების სიჩქარე კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც გერმანულმა კომპანიამ მის ხელთ არსებული ეგრეთ წოდებული ტოკენების ლიმიტი სრულად ამოწურა. აგრეგატის ახალი მოდიფიკაცია სწორედ ფ1-ის უსწრაფესი ტრეკისთვის მომზადდა, სადაც „ფერარი“ გამარჯვებისთვის განსაკუთრებული მონდომებით იბრძვის ხოლმე.
მსოფლიოს ჩემპიონი იტალიის ეტაპზე ფერშეცვლილი ვარცხნილობით (ლოს ანჯელესში ყოფნისას შეუღებავს) წარდგა და პირველივე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის „ექსპერიმენტულ ფაზას“ იწყებს. მან საკუთარი თმის ფერი იგულისხმა და ისიც დაამატა, რომ ამ ფერის დიდხანს შენარჩუნებას არ აპირებს. კვალიფიკაციაში კი მე-11 პოულის მოსაგებად იბრძოლებს. შეგახსენბთ, რომ იტალიის ეტაპის წინ, ის როსბერგს 28 ქულას უგებს.
ჰამილტონი თავისი მანქანით კვლავ კმაყოფილია, თუმცა მეორე სესიის დროს, იძულებული გახდა, ბოქსებში შესულიყო, სადაც ინჟინრებმა სხვადასხვა სისტემებს შემოწმება ჩაუტარეს. როგორც გაირკვა, ვარჯიშისას ტელემეტრიამ ერთდროულად რამდენიმე პრობლემა დააფიქსირა. თუმცა როგორც გაირკვა, სერიოზული არაფერი ყოფილა.
ორივე პრაქტიკაზე მესამე დრო ჰქონდა სებასტიან ფეტელს, თუმცა ორივეჯერ სამქიმიანი მეტოქეებისგან კარგა შორს იყო. პირველ სესიაზე ჰამილტონს 1.588 წამით ჩამორჩა (!), მეორეზე კი სხვაობა „მხოლოდ“ 0.759 წამი იყო. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა ნარბოლევს იმედი გამოთქვა, რომ კვალიფიკაციაში შესაძლოა ლიდერებს კიდევ უფრო მიუახლოვდს.
ჯერჯერობით კარგ ფორმას ავლენს „ფორს ინდია“, რომლის ორივე პილოტმაც, ორივე სესია მე-4-5 ადგილებზე დაასრულა. ამასთან, ნიკო ჰულკენბერგმა და სერხიო პერესმა ადგილები გაცვალეს. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ისინი, რომ კვალიფიკაციასა და რბოლაშიც ასეთივე სწრაფები იყვნენ.
„მაკლარენი“ ისევ აგრეგატის შეცვლის გამო, სასტარტო ადგილების დაკარგვის პრობლემის წინაშეა. ფერნანდო ალონსოს და ჯენსონ ბატონს ისევ პელოტონის კუდში ყოფნა უწევთ. თუმცა ესპანელმა იმედი გამოთქვა, რომ მალე ყველაფერი გამოსწორდება.
სასტარტო რიგში ადგილების დაკარგვის სიმწარეს სხვა პილოტებიც გამოცდიან. მაგალითად, 25 ადგილს კარგავს „რედ ბულის“ დანიელ რიკარდო, მის თანაგუნდელ დანილ კვიატს კი მხოლოდ 15 ადგილით უკან დაწევა მოუწევს. 10 ადგილს დაკარგავენ ალონსო და მისი თანამემამულე კარლოს საინსი, ბატონის ხვედრი კი 5 ადგილით უკან დაწევაა.

იტალიის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:24.670
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:25.133
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:26.258
4. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:26.612
5. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      1:26.730
6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:26.783
7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:26.922
8. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:26.936
9. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:27.075
10. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:27.118
11. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1:27.232
12. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                      1:27.275
13. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1:27.454
14. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)           1:27.591
15. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანთი, ლოტუსი)               1:27.669
16. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)                 1:27.907
17. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)             1:28.023
18. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:28.423
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:29.853
20. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)                          1:29.911

მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:24.279
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:24.300
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:25.038
4. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      1:25.278
5. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:25.325
6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:25.380
7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    1:25.497
8. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)          1:25.513
9. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:25.647
10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:25.891
11. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1:26.114
12. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1:26.133
13. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)          1:26.222
14. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)           1:26.454
15. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)                 1:26.641
16. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)            1:26.966
17. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:28.201
18. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)                          1:28.439
19. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:28.471
20. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)       1:28.723

No comments:

Post a Comment